ე.წ მოსმენების ახალ კანონს სავარაუდოდ ისევ ვეტო და საკონსტიტუციო სარჩელი ელოდება
პოლიტიკა - 13:46, 27 Feb, 2017     1543
პარლამენტის ბიურომ დღეს უნდა გადაწყვიტოს, როდის განიხილავს მესამე მოსმენით ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს. განსახილველ კანონს მხარს არ უჭერს ოპოზიცია და ისინი კანონზე პრეზიდენტის ვეტოს ელოდებიან. ოპოზიციის მტკიცებით, უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი არ პასუხობს, იმ მოთხოვნებს, რომელიც საკონტიტუციო სასამართლომ წაუყენა, კერძოდ იმ საკითხს, რომ ე.წ მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოვიდეს და დამოუკიდებელი სააგენტო შეიქმნას.

„მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის თქმით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ სუს-ის სისტემაში შექმნა სააგენტო, რომელის მეშვეობითაც საზოგადოებას კვლავ სუს-ი მოუსმენს:

„საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვილი უწყების და თანამშრომლების ხელში მოსმენის ტექნიკური საშუალებები მაღალ რისკს შეიცავს, რომ უკანონო მოსმენები განხორციელდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ აღწერა ის რეალობა, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება ჩვენი საზოგადოება- ხორციელდება უკანონო მოსმენები, თვალთვალი და შემდგომ ეს გამოიყენება შანტაჟისა და პოლიტიკური დევნის კუთხით. სწორედ ამიტომ იქნა არაკონსტიტუციურად ეს მოდელი ცნობილი, დღეს კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ სუს-ის სისტემაში შექმნა სააგენტო, რომელის მეშვეობითაც საზოგადოებას კვლავ სუს-ი მოუსმენს“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკო მინაშვილის თქმით ოცნება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უსმენს საპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და ცდილობს ისეთი კანონის დაჩქარებული წესით მიღებას, რომელიც ივანიშვილის არაჯანსაღი სურვილების დაკმაყოფილებისკენაა მიმართული:

„კანონპროექტი რომელიც შემოტანილია, პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და „ქართული ოცნება“ცდილობს დაჩქარებული წესით მიიღოს და შეზღუდა საპარლამენტო დებატები. „ქართული ოცნება“ არ უსმენს საპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. „ოცნებას“ არ აქვს კითხვებზე პასუხები. ხელისუფლებას ეს მოსმენის მექანიზმი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ სჭირდება, ეს სჭირდება მხოლოდ იმისათვის, რომ ივანიშვილმა საკუთარი არაჯანსაღი სურვილები დაიკმაყოფილოს და ჩაერიოს ადამიანების პირად ცხოვრებაში“- განაცხადა აკო მინაშვილმა.

ოპოზიციის კრიტიკას არ ეთანხმება უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, მისი თქმით ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები საკმაოდ დაბალანსებული და პროგრესულია, ოპოზიცია კი ამ საკითხით სპეკულაციას ცდილობს:

„სპეკულაციაა საუბარი იმაზე, რომ გაუარესდა . საკითხი დარეგულიერებულია და საკმაო ცვლილებები შევიდა პირველად ვარიანტში. საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი კანონია, ბუნებრივია ამის გარეშე ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები არ ხორციელდება, გადატანა იმაზე რომ გარკვეულ სახელმწიფო სტრუქტურებს არ ენდობიან და ამის გამო არ უნდა დავუშვათ ჩვენ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოებზე კანონის მიღება, ეს არასწორია. კანონი საკმაოდ დაბალანსებული და პროგრესულია“- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ოპოზიცია გიორგი მარგველაშვილისგან ვეტოს ელოდება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით პრეზიდენტის ადმინისტრაცია მეთვალყურეობას უწევს და აანალიზებს აღნიშნულ კანონზე საპარლამენტო მუშაობას და მოტივირებული შენიშვნების საკითხი გადაწყდება მხოლოდ მას შემდეგ რაც პარლამენტი კანონს პრეზიდენტს წარუდგენს:

„პრეზიდენტთან კანონი მოდის მას შემდეგ, რაც ის უკვე მესამე მოსმენითაა მიღებული , პრეზიდენტი მას ან ხელს აწერს, ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უკან პარლამენტს. დღესდღეობით ეს კანონი ორი მოსმენითაა მიღებული და ჩვენ ვეცნობით იმ ვერსიას, რომელიც დღესაა წარმოდგენილი, ვაანალიზებთ რამდენადაა მასში გათვალისწინებული სხვადასხვა ინსტიტუტების მოსაზრებები და მეთვალყურეობას გავუწევთ რა მოხდება მესამე მოსმენისას. მოტივირებული შენიშვნების საკითხი გადაწყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონი პრეზიდენტთან შემოვა.“- განაცხადა ანა დოლიძემ.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვუილი არ გამორიცხავს, რომ მოსმენებსი შესახებ კანონზე სამართლებრივი დავა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდეს.

„მთელი რიგი ხარვეზებია, რომელიც პროექტში იყო, კვლავ შენარჩუნებულია. მთავარი რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გდაწყვეტილებაში იყო არის ის, რომ სისტემა უნდა შეცვლილიყო და სამართალდამცავი ორგანოებისგან უკანონო მოსმენების პრაქტიკას ადგილი აღარ უნდა ქონოდა. სამწუხაროდ ამ მოდელით მსგავსი ხარვეზები კვლავ რჩება. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ გავაგრძელოთ კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და შესაძლოა ისევ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოზე მიმართვა.“- განაცხადა ნანუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42