"საქართველო ევროპულ გზაზე მარტო არ არის, გვჯერა, რომ მალე ვიზეიმებთ ამ დიდებულ მომენტს"- ევროკომისარი ავრამოპულოსი
პოლიტიკა - 13:03, 27 Feb, 2017     1239
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.

ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტთან გაიმართა უმნიშვნელოვანესი დისკუსია საქართველოს ევროპულ პერპესქტივებზე.

„მე მუდმივად აღვნიშნავდი და პრეზიდენტთან შეხვედრისას დღესაც გავიმეორე, რომ ჩვენ საქართველოს განვიხილავთ როგორც მოწინავე ქვეყანას ფართო, ევროპულ სივრცეში.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა წამოწყების და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმის გათვალისწინებით, ჩვენ ძალიან მალე შევიმუშავებთ პოზიცას საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე;

მე პირადად ვმუშაობდი ამ საკითხზე. დღეს მე ევროკავშირის კომისარი და ასევე საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ვარ.

ეს ნაწილობრივ იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ ბერძენი ვარ და ქართველებს და ბერძნებს ყოველთვის წარმატებული ისტორიული ურთიერთობები ჰქონდათ.

შესაბამისად, საქართველო ევროპულ გზაზე მარტო არ არის. ჩვენ მის გვერდით ვდგავართ და გვჯერა, რომ მალე ვიზეიმებთ ამ დიდებულ მომენტს ქართველ მეგობრებთან.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტი ბრძენი ლიდერია, რომელიც მიილტვის იმისკენ, რომ საქართველომ შეაღოს ევროპის კარი. მისი პოლიტიკური ღირებულებები ემთხვევა იმ პრინციპებს და ღირებულებებს, რომელზედაც აგებულია ევროპა“, - განაცხადა ევროკომისარმა.

პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის ფინალურ ეტაპზე გადავიდა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის უკვე საბოლოო გაფორმებას გულისხმობს.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

„კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს და რისი გაკეთებაც შეუძლია მას ევროკავშირისთვის, ევროპული იდენტობისთვის, საერთო ევროპული მომავლისა და საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის”, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42