აფხაზეთის რკინიგზა, როგორც ალტერნატივა და სამხედრო გადაზიდვების საფრთხე - ნიკოლოზ ვაშაკიძის შეფასება
პოლიტიკა - 12:43, 27 Feb, 2017     2098

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად ბოლო დროს პროცესები აქტიურდება. შეთანხმება 2011 წელს იქნა მიღწეული რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში, საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დათანხმდა შვეიცარიის წინადადების სანაცლოდ, რომელიც როკსა და ფსოუზე მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობდა. საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთების გადაადგილების მონიტორინგს რუსეთ-საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე სწორედ შვეიცარიული კომპანია SGS განახორციელებს.

რუსეთთან ამ ორი სატრანსპორტო დერეფნის აღდგენაზე აბაშიძე-კარასინმა ამ თვის დასაწყისში ისაუბრეს, მარტში კი თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიული კომპანიის SGS-ის ვიზიტს ელოდებიან.

აღნიშნულ საკითხზე ოპტიმისტური მოლოდინი აქვს მეზობელ სომხეთს, რომელიც რუსეთთან ტვირთბრუნვას საქართველოს გავლით ახორციელებს და საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი მოვლენების და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის გამო, მას ამისთვის მხოლოდ ერთი გზა ზემო ლარსი დარჩა. ოპტიმისტურად განწყობილი წავიდა საქართველოდან სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანიც. როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ზემო ლარსის ალტერნატივის საკითხზე მოელაპარაკა, თუმცა დამატებით დეტალების გამჟღავნება არ ისურვა:

„თუ თქვენ გაინტერესებთ იქნება თუ არა ლარსის ალტერნატივა, მე გარწმუნებთ, რომ დიახ ნამდვილად იქნება. დანარჩენზე შემდეგში ვილაპარაკოთ, ჯერჯერობით მე ფრჩხილებს ბოლომდე არ გავხსნი. ჩვენ მოვილაპარაკეთ როგორც ლარსზე, ასევე ენერგეტიკულ დერეფანზეც“- განაცხადა კარაპეტიანმა.

აღნიშნული საკითხის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს დაუკავშირდა. ვაშაკიძე მიიჩნვს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა მკაფიო განმარტება უნდა მისცეს საქართველოს საზოგადოებას სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან მიმართებით:

„იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, რომ ამის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია დეტალური განმარტება მისცეს საქართველოს საზოგადოებას, იმასთან დაკავშირებით თუ რასთან გვაქვს საქმე. რა შეიძლება იყოს ლარსის გარდა სომხეთთან მიმავალი გზა, ლოგიკურად იკვეთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალი დერეფნები. ეს ძალიან მძიმე რეალობას ქმნის საქართველოსთვის და შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება აქვს მკაფიო და დეტალური განმარტება მოითხოვოს საქართველოს ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა ლოგიუკური ჯაჭვით საბოლოოდ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე მიდის რკინიგზის გახსნასთან, აქ ვერანაირ ინტერესს საქართველოსთვის ვერ ვხედავ, თუმცა ვხედავ უამარავ ზიანს, იმ ფონზე, როდესაც დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისევ განახლდა, რკინიგზის გახსნის შემთხვევაში, იგი აუცილებლად გამოყენებული იქნება სამხედრო გადაზიდვებისთვის. ეს საქართველოს ისეთ მძიმე პოლიტიკურ პროცესში და შესაძლოა სამხედრო ავანტიურაშიც ჩაითრევს, რომ აქედან როგორ გამოვა ქვეყანა წარმოდგენა არ მაქვს.

რაც შეეხება ხელშეკრულებას, რომელიც დაიდო 5 წლის წინ რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით, იგი ეხებოდა რუსეთის ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ვაჭრობის კონტროლზე აყვანას, იმისთვის, რომ საქართველოს მხარეს, როგორც სუვერენულ მფობელს ამ ტერიტორიებისა ჰქონოდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ მიაღწია კომპრომისულ ვარიანტს, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უფლებებს არც რუსეთი და არც ოკუპირებული ტერიტორიები არ შეითავსებდნენ და საქართველოს მხარემ საკუთარი უფლებების დელეგირება მოახდინა მესამე მხარეზე, შვეიცარიის კომპანიაზე. ეს ხელშეკრულება არ იყო განკუთვნილი ტრანზიტზე ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, ეს იყო დადებული იმისთვის, რომ იქ მიმდინარე სავაჭრო ბრუნვა აყვანილი ყოფილიყო კონტროლზე.

ამიტომ, დიდ კითხვას იწვევს ის თუ რატომ არ იქნა გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც იყო აუცილებელი ამ ხელშეკრულების ასამოქმედებლად 4-5 წლის წინ, მთელი ეს პერიოდი ქართულ მხარეს რუსეთთან ერთად ხელშეკრულება ჰქონდა მიძინებული, როდესაც რუსეთს გაუჩნდა მოთხოვნილება და ახორციელებს ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, ამ ტრანზიტული გზებისა და რკინიგზის გახსნასთან მიმართებით, აბამენ ამ ხელშეკრულებას და ტრანზიტის თემას, რაც აბსოლუტურად არარელევანტურია. ეს კითხვები უნდა დავუსვათ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ბატონ აბაშიძეს, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან დეტალური და ამომწურავი პასუხი გასცენ ქართულ საზოგადოებას, როდესაც საქმე ეხება ასეთ სტრატეგიულ ინტერესებს, მითუმეტეს თემებს, სადაც საერთო ქონებაზე ან ინტერესებზეა საუბარი, არ შეიძლება მიღებული იყოს ისეთი არგუმენტი, როგორიც გააჟღერეს, მაგალითად „გაზპრომთან“ დაკავშირებით, რომ ეს კომერციულ ან რაიმე სახის საიდუმლოებას წარმოადგენს, საზოგადოებამ თავის ხელისუფლებას პასუხები უნდა მოსთხოვოს“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42