„დელტას“ წარმოება, ძირითადად, საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული"- იზორია
პოლიტიკა - 12:35, 27 Feb, 2017     3014
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ „საქართველოს შეიარაღებული ძალების მომარაგება, მისი აღჭურვა, ძირითადად,„დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციით განისაზღვრება. ორიენტირი და შედეგი - პროდუქტი, რომელსაც „დელტა“ აწარმოებს იქნება, სწორედ, შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე ორიენტირებული მომავალში.

მისი განცხადებით, „დელტას“ მიერ წარმოებულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კარგი აღიარება აქვს და ამ მიმართულებით წარმოებას უწყებისგან ხელშეწყობა ექნება. „განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ახალ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე, რათა ის უფრო მოთხოვნადი იყოს საერთაშორისო ბაზარზე“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში ლევან იზორიამ ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა, ინდივიდუალური შეიარაღებისა და ეკიპირების ნიმუშები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი, ასევე „დელტას“ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

მას მასპინძლობა „დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა კვარაცხელიამ და ცენტრის თანამშრომლება გაუწიეს. „დელტაში“ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილეები, პოლკოვნიკები - შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი იმყოფებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42