"ერთი წლის შემდეგ გულზე მეორე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ნიკა ჯართს ხშირად აგროვებდა"- 8 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ
შემთხვევა - 12:22, 27 Feb, 2017     34160
სენაკში რვა წლის მოზარდის, ნიკა გაბეჩავას სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან ისევ განახლდა. დაკარგულს სამართალდამცავებთან ერთად, ადგილობრივებისგან შემდგარი ჯგუფი მთელი რაიონის მასშტაბით ეძებს.

როგორც „ნიუპოსტს“ დაკარგული ბიჭის მამამ, ერეკლე გაბეჩავამ განუცხადა, არასრულწლოვანი მიმდინარე წლის 24 თებერვალს, 15:00 საათში, ეზოში სათამაშოდ ჩავიდა და მას მერე ბიჭი არავის უნახავს.

გაბეჩავები საერთო საცხოვრებელში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. მამის თქმით, ბავშვი ჯართს ხშირად აბარებდა. მამის ინფორმაციითვე, ნიკას თანდაყოლილი გულის მანკი აქვს და ერთი წლის შემდეგ მას მეორე ოპერაცია უნდა გაეკეთებინა.

რაც შეეხება მოზარდის დედას, ის უსახსრობის გამო თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ბავშვის დედა, თურქეთში სამუშაოდ, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, რამდენიმე თვის წინ წავიდა.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას დაკარგული ბავშვის მამა, მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

(გუშინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვის ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს) აღსანიშნავია, რომ ფაქტი, შს სამინისტრომ გუშინვე უარყო.

როგორც „ნიუპოსტს“ უწყებაში განუცხადეს, სამართალდამცავები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე ატარებენ.

“მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, ბავშვი ჯართს აგროვებდა. მეც სამსახურში დილის ცხრიდან, საღამოს ცხრამდე ვიყავი. დღის სამ საათზე გავიდა და მას მერე ვეძებთ. ჩემს ბიჭს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს, გულის მანკის დიაგნოზი დაუსვეს, გული სამ ადგილზე ჰქონდა გახვრეტილი, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ მოზარდის მამამ.

ერეკლე გაბეჩავა აცხადებს, რომ ნიკა უნებართვოდ სახლიდან არ გავიდოდა.

„შოკში ვართ, ყველა. ბავშვი არც მეზობლებს უნახავთ და არც ოჯახის წევრებს. მთელი ქალაქის მასშტაბით ვეძებთ. ცუდ ამინდში გარეთ გასვლას ერიდებოდა, 24 -ში მზიანი ამინდი იყო, ნიკას მარტო წასვლა, არ შეეძლო. გამოვრიცხავ, რომ მიკროავტობუსით, ან მატარებლით სადმე წავიდა. ბავშვი ქალაქში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს არ ჰყავთ დაფიქსირებული, ბავშვი სახლიდან შორს არ არის წასული. შოკში, ვარ არ ვიცი სად უნდა წასულიყო. ტყუილია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჩემი შვილი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლმა შეამჩნია“- განაცხადა დაკარგულის მამამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42