„აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს“ - "ენმ"
პოლიტიკა - 12:10, 27 Feb, 2017     1439
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება, რისი საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს, ეს გამორიცხავს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე დევნილების დაბრუნებას და არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა ნიკა რურუამ ისაუბრა.

რურუას განცხადებით, საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტის შემდეგ, საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ მან და კვირიკაშვილმა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს. ეჭვს საფუძვლიანს ხდის აღნიშნულთან დაკავშირებით კარაპეტიანის მკაფიო განცხადებაც, რაც შემდგომ სომხურმა და რუსულმა მედიამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ლარსის ალტერნატიული ეკონომიკური გზა გაიხსნება.

„აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, სრულიად დაუშვებელია. ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს, გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ჩვენი არ აღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას.

აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ეროვნული ინტერესების ღია ღალატია და დაუშვებელია, როგორც მტრული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ რუსებს, სეპარატისტებს ახეირებს. ამასთან, გაგვიფუჭებს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან დაასუსტებს ტვირთბრუნვას ფოთის პორტში და გაგვიფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან.

აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია გაჟღერდა აბაშაიძე-კარასინის ფორმატშიც, რომელიც აშკარად ცილდება საკუთარი უფლებების საზღვარს, რადგან ეს ფორმატი მხოლოდ ეკონომიკური საკითხებისთვისაა შექმნილი. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ცალსახად პოლიტიკური საკითხია. სწორედ ამიტომ, აბაშიძე უნდა გამოცხადდეს პარლამენტში და ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მის მიმართ დაგროვდა.

ხსენებულ თემაზე მოლაპარაკებებს, რომელიც კულუარულ ფორმატში მიმდინარეობს, ფართო საზოგადოებრივი განსჯის ფორმატი უნდა მიეცეს. თუ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, ჩვენ პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ, რასაც სახალხო ვნებათაღელვა მოჰყვება, რადგან ეს ფაქტი გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას და ტერიროტიული მთლიანობის აღდგენას"- განაცხადა რურუამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42