"პატიმარი კი არა, ხელისუფლების ტყვეა"- ოპოზიცია დაკავებულ დეკანოზზე საუბრობს
პოლიტიკა - 10:02, 27 Feb, 2017     5558
ე.წ. ციანიდის საქმე აქტუალობას არ კარგავს. ოპოზიცია პროკურატურას საქმის გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიებისას კვლავ ითხოვს.

ნაციონალურ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.

ნიკა რურუას განცხადებით, საქმეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძე "ხელისუფლების ტყვეა".

„პატიმარი კი არა, ტყვე არის ხელისუფლების და ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში ხელებს აფათურებს, რაც სრულიად დაუშვებელია. ამიტომ, საინტერესოა რა აქვს სათქმელი ამ ადამიანს, რატომ არის ის პატიმრობაში რეალურად და საერთოდ რას ემსახურება საერთოდ ეს ნახევრად ფანტასტიკური სიუჟეტი, რომელიც ციანიდის საქმით არის ცნობილი,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი, აღნიშნავს, რომ დაკავებული დეკანოზის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციაც დაირღვა.

„უდანაშაულობის პრეზუმფციაც დაირღვა, შეჯიბრებითობის პრინციპიც და აგერ უკვე რამდენი ხანია დაკითხვაზეა საუბარია და ეს დაკითხვაც თითქოს ვერ ხერხდება. ვერც იმ ძალიან სერიოზული აუდიო, ვიდეო თუ სხვა ძალიან სერიოზული მტკიცებულებების გამოქვეყნება, რაზეც პროკურატურა საუბრობს. სიმართლე არის საუკეთესო რეცეპტი, ამიტომ უნდა დაიკითხოს დეკანოზი მამალაძე, რაც შეიძლება სწრაფად,“ - აცხადებს

განსხვავებულია მმართველ გუნდის პოზიცია.

„რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, მათ შორის დაცვის მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა შეკითხვებზე, თუ პროცედურულად იყოს მონაწილე ამ საკითხში. ბოლო ხანში ვისმენ ძალიან ბევრ სპეკულაციას, რომელიც გულისხმობს და სურვილი არის ყოველ შემთხვევაში, რომ პოლიტიკური შინაარსი მიეცეს ამ საკითხს. მე ვფიქრობ, პოლიტიკოსები უნდა გავჩუმდეთ ამ თემასთან დაკავშირებით და უნდა მიეცეს საშუალება საგამოძიებო ორგანოს ჭეშმარიტება დაადგინოს საქმეზე,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42