გიორგი მღებრიშვილი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 09:54, 27 Feb, 2017     1085
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში იანის ზლამეტსს შეხვდა.

შეხვედრაზე ლატვიის ელჩმა საქართველოს შს მინისტრს ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები მიულოცა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს შს სამინისტროს როლს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით შესრულების პროცესში.

თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისა და
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შს მინისტრმა და ლატვიის ელჩმა ორი ქვეყნის სამართლდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კრიმინალური პოლიციის რეფორმირებისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების პროცესში ლატვიის მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

შს მინისტრი ლატვიის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ესაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა იანის ზლამეტს შსს-ს აკადემიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრენინგების პროექტიც გააცნო, რომლის ფარგლებში,
რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთიანი მიდგომების შემუშავებას და პარტნიორ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და იანის ზლამეტსმა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის და შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი განიხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42