„ამერიკელი კონგრესმენებისგან მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში“ - იზორია
პოლიტიკა - 13:00, 26 Feb, 2017     1308
აშშ-ის კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალებში მიმდინარე რეფორმირების პროცესისა და ამერიკულ მხესთან თავდაცვის სფეროში ერთობლივად განსახორციელებელი პროექტების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია. კონგრესმენებმა SNGP-ის პაკეტის იმპლემენტაციაზეც მოისმინეს პრეზენტაცია.

„ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრას ორი მნიშვნელოვანი, პოლიტიკური და სამხედრო კომპონენტი ჰქონდა. პოლიტიკური თვალსაზრისით მივიღეთ ძალიან ცალსახა და მტკიცე მხარდაჭერა თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის საკითხში. სამხედრო ასპექტის კუთხით კი ჩვენ სტუმრად გვყავს ბრიგადის გენერალი, რომელსაც ორი კვირის წინ შევხვდი გერმანიაში არსებულ ამერიკის სამხედრო ბაზაზე. იქედან საჯაროდ განვაცხადე, რომ წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებას და ერთ-ერთი გახლავთ ერთობლივად საწვრთნელი ცენტრის შექმნა. ეს ორი კომპონენტი იყო განხილვის საგანი. წელს ამ ორივე მიმართულებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით ისე სამხედრო მზადყოფნის გაძლიერების კუთხით, ჩვენ გვექნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ

აშშ-ის კონგრესმენის პიტერ როსკამის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ღრმა და მნიშვნელოვანია. „გვსურს გამოვხატოთ ჩვენი აღრფთოვანება და პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოსა და მისი გადაწყვეტილების მიმართ საკუთარი ერთიანობისა და მთლიანობის საკითხში, ასევე მისი გადაწყვეტილების მიმართ იყოს წარმატებული და განვითარებული ქვეყანა. ჩვენ ვართ პარტნიორები და ამ ურთიერთობებს მომავალშიც გავაგრძელებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა აღნიშნულ რეგიონში, რადგან მის გარშემო ავტორიტარიზმი იზრდება და ქვეყნებზე ზეწოლა ხორციელდება. ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია შევიტყოთ უფრო მეტი იმ ახლო კავშირების და ურთიერთობის ხასიათის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შორის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წინსვლას ნატოსთან ურთიერთობის ჭრილში და ასევე საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განვითარების კუთხით. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ავღანეთის მისიაში მონაწილეობისათვის. ჩვენ ვიცით თქვენი დანაკარგების და იმ ძალიხმევის შესახებ, რასაც ავღანეთში, შეერთებულ შტატებთან ერთად აკეთებთ“.

კონგრესმენ დევიდ პრაისის თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ჯარისკაცების წვრთნას, აღჭურვას და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებას. „ მოხარულები ვართ რომ ვიმყოფებით საქართველოში. ეს ჩვენი მეექსვე ვიზიტია. ჩვენ ათწლიანი ურთიერთობა და პარტნიორობა გვაკავშირებს. ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტთან და მის წევრებთან. ხშირი არის ვიზიტები როგორც საქართველოში ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მეგობრობის დამყარება. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია, რომ საკანონმდებლო ინსტიტუტი გახდეს უფრო ეფექტური, რადგან ძლიერი პარლამენტი დემოკრატიის აუცილებელი კომპონენტია. კიდევ ერთხელ გვსურს ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ ქართველი ხალხის მიმართ, ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ წვრთნების მისიას. ქართველი ჯარისკაცების წვრთნა, აღჭურვა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის“.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. კონგრესმენებს სამუშაო შეხვედრები ჰქონდათ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებთან. კონგრესმენებმა შეხვედრა გამართეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთანაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42