დეკანოზი ორშაბათს დაიკითხება- პროკურორი პროცესის მიზანმიმართულ გაჭიანურებას უარყოფს (ვიდეო)
პოლიტიკა - 17:54, 25 Feb, 2017     2491

დეკანოზი გიორგი მამალაძე ორშაბათს დაიკითხება, ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. პროკურორის თქმით ბრალდებული გიორგი მამალაძე დაკავების შემდეგ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და ის უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე. პროკურორის მტკიცებით, დაკავების შემდეგ, დეკანოზს ხუთჯერ შესთავაზე ჩვენების მიცემა, თუმცა ყველა ჯერზე უარი მიიღეს.

„გარდა ამისა, მივმართეთ, რომ ექსპერტიზისთვის მოეცა ნიმუშები. 14 თებერვალს შევთავაზეთ, ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და დეენემის ნიმუშები, რაზეც კვლავ უარი მივიღეთ.

ამის შემდეგ, განჩინების საფუძველზე, კვლავ შევთავაზეთ, თუმცა ამ ჯერზეც, მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა მიზეზად და კვლავ უარი განაცხადა, გაეცა ნიმუშები.

რეალურად, ჩვენ ექიმის თანხმობა გვქონდა, რომ მას თავისუფლად შეეძლო, მონაწილეობა მიეღო საპროცესო მოქმედებაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვოკატებისა და ბრალდებულის განცხადებები, რომ ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, ეს არის მათი მხრიდან სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ 24 თებერვალს კვლავ მივმართეთ ბრალდებულს ნიმუშების ასაღებად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მისი ვალდებულება, რაც შეეხება მის დაკითხავს, იგი ორშაბათს დაიკითხება. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მას მოუწევს ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა" - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42