უნდა გავაღრმავოთ პარადიგმა-დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო- მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან ერთად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენელებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეული საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი ხედვა გაუზიარა და ეროვნული უშიშროების საკითხებზე ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოვიდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში ხაზგასმით ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ახლებური მიდგომების და ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე.
ამ ხედვის შესაბამისად, პრეზიდენტმა დაავალა უშიშროების საბჭოს აპარატს დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები, რათა საზოგადოებასთან ერთად ჩამოყალიბდეს, რა არის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანები, როგორ მივაღწიოთ იმ მიზნებს, რომელზეც საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს.
„დღეს როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია და არის მცდელობები ნაბიჯები გადაიდგას კიდევ უფრო შორს, მისი ანექსიისკენ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვითათბიროთ, გავერთიანდეთ და შევთანხმდეთ ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვამდე.
დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო - ამ პარადიგმით ვმოქმედებთ ჩვენ და ამ პარადიგმის გაღრმავება გვინდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვის მიმართულებით.
სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას საკუთარი მიწა-წყლის, მაგრამ არამხოლოდ საკუთარი ცხოვრების წესის დაცვაში.
ეს არის მზაობა დაიცვა, როგორც შენი ტერიტორია, ასევე დაიცვა ის ცხოვრების წესი, რომლის დათმობაც შენთვის შეუძლებელია.
ეს თანხმობაა საზოგადოებაში იმის ირგვლივ, რომ სხვანაირად ცხოვრება ჩვენთვის მიუღებელია. ეს თანხმობა არის ის, რაც ქმნის ერთიან საზოგადოებას, ერთიან მდგრადობას და უნარს შევეწინააღმდეგოთ დაპყრობის ნებისმიერ ფორმას.
ამ საზოგადოებრივ თანხმობას, ამ თანხმობას თავისუფალი ადამიანებისა, რომელსაც ჩვენც და ჩვენი წინაპრებიც ემსახურებოდნენ ახორციელებს სახელმწიფო მექანიზმი, ახორციელებს სახელმწიფო ყველა თავისი ინსტიტუტით, არამხოლო შეიარაღებული ძალებით, ბუნებრივია, არამედ ყველა პოლიტიკური, ლეგიტიმური ინსტიტუტით, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ამუშავებს ერთიან ქვეყანას.
ერთი მხრივ, შეიარაღებული ძალები, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა გაერთიანდნენ იმ ერთი მდგრადობის ირგვლივ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო თავდაცვისუნარიანი უნდა გახადოს.
ქართულ შეიარაღებულ ძალებში, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს რეფორმები. საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებული მოქმედებით, ბევრად უფრო იზრდება როგორც ქვეყნის შეიარაღებული ძალების მდგრადობა, ასევე ჩვენი მოქმედებების არეალი საერთაშორისო პოლიტიკურ სიბრტყეებში.
შეიარაღებული ძალები არ არის მხოლოდ ქვეყნის თავდაცვის ერთადერთი ფორმა, არამედ ყველა საზოგადოებრივ -პოლიტიკური ინსტიტუტი უნდა იყოს თანხმობაში, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.
მათ შორის, შეიარაღებული ძალებიც მოქმედებენ ამ ერთიანი მხარდაჭერის, გაერთიანებული საზოგადოების მხრადაჭერის ფონზე და, მაშინ არის მათი მოქმედება ეფექტიანი და შედეგიანი.
შესაბამისად, დისკუსია, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევეცდებით ერთმანეთს გავუზიაროთ რანაირად და როგორ გაერთიანდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური რესურსი, შეიარაღებული რესურსი, ერთიან ძალიან მდგრად სისტემაში, რომელიც ნებისმიერ მტერს აფიქრებინებს, ღირს თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, არის ის, რის თაობაზეც მე მოგიწვიეთ სასაუბროდ და სათათბიროდ.
ბუნებრივია, ეს დისკუსია არ და ვერ იქნება ჩაკეტილი მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ექსპერტებისა და განათლებულ ხალხს შორის.
ეს დისკუსია უნდა იყოს საჯარო და მასში უნდა გაერთიანდეს როგორც ექსპერტიზა და ცოდნა, ასევე ის დამოკიდებულება, რომელმაც სახელმწიფო უნდა შეკრას ერთიანი და მდგრადი ფრონტით. შესაბამისად, დისკუსია გაგრძელდება ყველა სიბრტყეში - რეგიონებში, დედაქალაქში;
დისკუსია გაგრძელდება ამ სფეროს ექსპერტებს შორის, მაგრამ ამავე დროს მიზანი იქნება, რომ ყველა ერთად მივიდეთ იმ ერთ თანხმობამდე, რომელიც საქართველოს, მის მოსახლეობას ერთიანი თავდაცვის, ერთიანი უსაფრთხოების ქარგში გააერთიანებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დღევანდელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელი ნოდარ ხარშილაძე და საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ია მამალაძე.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა