სატრანსპორტო დერეფნების აღდგენა რუსეთთან - საფრთხე და შეთანხმების გაურკვეველი დეტალები
პოლიტიკა - 15:04, 25 Feb, 2017     5582
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად ბოლო დროს პროცესები აქტიურდება. შეთანხმება 2011 წელს იქნა მიღწეული რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში, საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დათანხმდა შვეიცარიის წინადადების სანაცლოდ, რომელიც როკსა და ფსოუზე მონიტორინგის განხორციელებას გულისხმობდა. საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთების გადაადგილების მონიტორინგს რუსეთ-საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე სწორედ შვეიცარიული კომპანია SGS განახორციელებს.

რუსეთთან ამ ორი სატრანსპორტო დერეფნის აღდგენაზე აბაშიძე-კარასინმა ამ თვის დასაწყისში ისაუბრეს, მარტში კი თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიული კომპანიის SGS-ის ვიზიტს ელოდებიან.

კითხვები, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით ჩნდება, არის ის, თუ სად იქნება ამ კომპანიის საკონტროლო პუნქტები: რუსეთ-საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე თუ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრებზე? ოპოზიციის განცხადებით საქართველოს მთავრობის პასიურობის თუ შეგნებული ქმედებების გამო რუსეთმა შესაძლოა შეთანხმება თავისთავზე მოირგოს და სომხეთთან ტრანზიტული კორიდორისთვის გამოიყენოს, ამ კონტექსტში კი შესაძლოა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხიც გააქტიუროს. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეები ავრცელებენ.

თავდაპირველად, როდესაც ეს შეთანხმება შედგა, მას როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არაოფიციალურ აღიარებად აფასებდნენ. თუმცა ახლა საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგების ადგილს არ აზუსტებს ბოლო წლებში ამ თემაზე რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელი ზურაბ აბაშიძე:

„ჩვენ მუშაობა დავასრულეთ, ახლა რუსეთის მხარემ უნდ დაასრულოს, გაფორმდეს კონტრაქტები და დაიწყოს პროექტის იმპლემენტაცია. ეს არის საქართველოს ვალდებულება და ჩვენ ამ ვალდებულებას ვასრულებთ მიუხედავად იმისა, რომ ეს წინა ხელისუფლების მიერ არის გაფორმებული. სად დადგებიან საერთაშორისო დამკვირვებლები ეს სპეციალისტებთან უნდა გაარკვიოთ, ვინც ამ კონტრაქტზე მუშაობდნენ და ისინი უფრო დეტალურად მოგახსენებენ“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯერჯერობით არ კონკრეტდება ეს საკითხი საზღვარზე ტვირთის ყველა სახის ბრუნვის მონიტორინგს ეხება, თუ მხოლოდ ტრანზიტის კონტროლს ითვალისწინებს.

აღნიშნულ შეთანხმებაზე 2011 წელს აქტიურად მუშაობდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, მისი თქმით მონიტორინგის კორიდორები დაფიქსირებულია გეოგრაფიული კოორდინატებით და ისინი მდებარეობენ ფსოუს ჩრდილოეთით რამდენიმე ასეულ მეტრში და როკის გვირაბის ჩრდილოეთით რამდენიმე ასეულ მეტრში. კაპანაძის თქმით ამ შეთანხმების მთავარი არსი იყო ის, რომ მომხდარიყო აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან შესული და ამ რეგიონებიდან რუსეთში გასული ტვირთის კონტროლი. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა არ წავიდოდა დათმობაზე, არ დათანხმდებოდა მხოლოდ ტრანზიტის კონტროლს და შეთანხმებას მთავარ არსს და პრინციპს არ დაუკარგავდა:

„ეს შეთანხმება ეხება ყველა ტვირთს, რომელიც შედის ან გადის ამ დერეფნებში, იგულისხმება ის ტვირთები რომელიც შედის ოკუპირებულ ტერიტორიებში რუსეთიდან და იქ რჩება ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადის რუსეთში. ეს არ არის მარტო ტრანზიტულ ტვირთებზე. თუ ჩვენმა მხარემ ის მოახერხა, რომ დათმობა გააკეთა, რომ მხოლოდ ტრანზიტს შეეხოს და არა ამ ტვირთებს. ეს იქნება სრული კატასტროფა და პირდაპირ ღალატი, ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთ სისულელეს არ გააკეთებდნენ.“- განაცხადა სერგი კაპანაძემ. მისივე თქმით, ძველ შეთანხმებაში აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნაზე საუბარი არ ყოფილა.

აღნიშნულ საკითხზე ოპტიმისტური მოლოდინი აქვს მეზობელ სომხეთს, რომელიც რუსეთთან ტვირთბრუნვას საქართველოს გავლით ახორციელებს და საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი მოვლენების და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის გამო, მას ამისთვის მხოლოდ ერთი გზა ზემო ლარსი დარჩა. ოპტიმისტურად განწყობილი წავიდა საქართველოდან სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანიც. როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ზემო ლარსის ალტერნატივის საკითხზე მოელაპარაკა, თუმცა დამატებით დეტალების გამჟღავნება არ ისურვა:

„თუ თქვენ გაინტერესებთ იქნება თუ არა ლარსის ალტერნატივა, მე გარწმუნებთ, რომ დიახ ნამდვილად იქნება. დანარჩენზე შემდეგში ვილაპარაკოთ, ჯერჯერობით მე ფრჩხილებს ბოლომდე არ გავხსნი. ჩვენ მოვილაპარაკეთ როგორც ლარსზე, ასევე ენერგეტიკულ დერეფანზეც“- განაცხადა კარაპეტიანმა.

სომხური მხარე სამხრეთ ოსეთზე ტვირთის ნეიტრალური სტატუსით გატარებას ადრეც ითხოვდა, როგორც 2016 წლის ზაფხულში პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ნეიტრალური სტატუსით ტვირთის გატარების შესახებ მოლაპარაკებები სომხურ მხარესთან არ შედგა, რადგან რუსეთის ფედერაციის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი, რაც არაღიარებული ტერიტორიის სტატუსს უკავშირდებოდა. ქართულმა მხარემ ამ გზის გამოყენებაზე უარი განაცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42