,,კონგრესის მკაფიო გზავნილია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა“
პოლიტიკა - 14:39, 25 Feb, 2017     1507
აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძეს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, დელეგაცია საქართველოში კონგრესისგან მკაფიო გზავნილის გადმოსაცემად ჩამოვიდა.

„ჩვენ აქ ვართ, რომ ძალიან მკაფიო გზავნილი გადმოგცეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან და ეს გზავნილი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც საქართველო იღებს დემოკრატიის განვითარების გზაზე. ჩვენ ვაღიარებთ, რომ არის ზეწოლა ავტორიტარული რეჟიმებისგან თქვენს საზღვართან ახლოს. ნაბიჯები, რომელსაც საქართველო განვითარებისთვის, დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებისთვის და დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს ძალიან მნიშნელოვანია” - განაცხადა პიტერ როსკამმა, რომელიც კონგრესში „რესპუბლიკურ პარტიას” წარმოადგენს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატები აფასებს საქართველოს მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში. „ აღტაცებული ვართ და არნახულად დიდ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში, ტერორიზმთან და სხვა რეაქციულ ძალებთან ბრძოლაში, ავღანეთში თუ მსოფლიოს სხვა კუთხეში” - აღნიშნა კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

საქართველოში ვიზიტისა და გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა კონგრესმენმა, დემოკრატმა დევიდ პრაისმაც.

კონგრესმენის განცხადებით, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, ყველაზე აღსანიშნავი-ახლადარჩეული საქართველოს პარლამენტი და საკანონმდებლო ცვლილებებია. კონგრესმენის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კონგრესმენმა საქართველოს პარლამენტისა და აშშ-ის კონგრესის თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა. „პარლამენტი არის წარმომადგენლობითი ორგანო. ის ძალზე ეფექტურად მოქმედებს, მოქმედებს სახალხო სურვილის, ხალხის მისწრაფებების გამოხატვისთვის, მაგრამ ამავე დროს ეს არის მრავალმხრივობის, მრავალფეროვნების გამოხატვის საშუალებაც და მათი აზრებისაც, ვინც უმცირესობაში არიან. შესაბამისად, საქართველოც გაუყვება ამ მრავალფეროვნების, მრავალმხრივობის გზას. ნამდვილად, ჩვენ აღტაცებული ვართ საქართველოთი, იმ ბრძოლით, რომელსაც თქვენ უკვე მრავალი წელი აწარმოებთ, იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც თქვენ უწევთ, განსაკუთრებით ავღანეთში. 31 ქართველი მებრძოლი დაიღუპა იმ კონფლიქტებში მონაწილეობის შედეგად - ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ, “,- განაცხადა დევიდ პრაისმა.

კონგრესმენმა საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ და მისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა. დევიდ პრაისმა ისაუბრა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზეც.

„ჩვენ, ორივე პარტია, ვიზიარებთ საქართველოს მისწრაფებებს. ჩვენ დავბრუნდებით შინ იმისთვის, რათა კოლეგებს და ამომრჩევლებს ვუთხრათ, რომ საქართველოში, ნამდვილად დიდი პროგრესია და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობის და დემოკრატიული განვითარების ასპარეზზე“,- განაცხადა დევიდ პრაისმა.

კონგრესმენები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებენ.

დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42