რის გადაფარვას ცდილობს ხელისუფლება - ,,შესაძლოა უფრო მზარდი საფრთხე ამოტივტივდეს“
პოლიტიკა - 13:19, 25 Feb, 2017     8328
მოსალოდნელ საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე საუბრობს ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი. ბაჩუკი ქარდავა ეჭვობს, რომ საპატრიარქოს სკანდალისა და რუსთავი 2-თან დაკავშირებული მოვლენების ფონზე, ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი ფაქტის გასაიდუმლოებას აქვს ადგილი. ,,შესაძლოა მორიგი საფრთხე ამოტივტივდეს“ -წერს ქარდავა და საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას.

,,ბოლო რამდენიმე დღეა, შინაგან შფოთს ვგრძნობ. ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით იმდენი კრიზიული ხასიათის სკანდალები დაგროვდა, რომლებიც ტოვებს განცდას, რომ შესაძლოა კიდევ მორიგი და უფრო მზარდი საფრთხის მატარებელი ამოტივტივდეს, თუ ეს უკვე ასე არ არის... და ამის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ხელისუფლება ფლობს და ასაიდუმლოებს. ხოლო რიგი პროცესები, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ საქართველოს საპატრიაქოში დატრიალებულ აშკარად ხელისუფლებისგან ინსპირირებულ პროცესებს და არც რუსთავი 2-ის საქმეს, ქმნის ისეთი ფონს, რომ ქვეყანაში რაღაც კონსპირაციულად კეთდება და ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების ყურადღების გაფანტვას.

ძალიან მოკლედ მივყვეთ ლოგიკას: რა შეიძლება იყოს მაგალითად - საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უარესი, ვიდრე გაზპრომი...?

სომხეთის პრემიერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ამაყად აცხადებს, რომ ნაპოვნია ლარსის ალტერნატივა, სწორედ ეს განცხადება არის სახიფათო პროცესების დასაწყისის შესავალი. აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი თემა რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო დერეფნების ამოქმედებას ითვალისწინებდა, ხოლო სომხეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განჩდება ლარსის ალეტრნტივა, დანარჩენზე ჯერ ფრჩხილები არ გაიხსნება და აგრეთვე მოვილაპარაკებთ ენერგეტიკულ დერეფნებზეო...

საგარეო პოლიტიკის ჭრილში სამეზობლო პოლიტიკა რუსული ფაქტორის გათვალისწინებით ცოტა რთული წინადადებაა არა? მაგრამ ზუსტად ისეთივე როგორი სირთულისა და პრობლემის მატარებელიც შეიძლება იყოს რუსული ფაქტორის გაძლიერება კავკასიაშია საქართველოს ინტერსების დაკნინების ხარჯზე!“ - წერს ედპ-ს ლიდერი, მოძრაობა ,,ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42