ირლანდიის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია პირველად მიიღო
პოლიტიკა - 12:19, 25 Feb, 2017     13080

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 23 თებერვალს, ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებულმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. აღსანიშნავია, რომ ეს არის ირლანდიის პარლამენტის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების პირველი შემთხვევა.

რეზოლუციის „წინადადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ“ (Motion on the Territorial Integrity of Georgia and its Integration in to the European Union)“ თანახმად, ირლანდია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაუყოვნებლივ დასრულებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში მომავალი ინტეგრაციისათვის და ამ კუთხით ხაზგასმულია მომავალში ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის მნიშვნელობა.

„კომიტეტი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და თვლის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისათვის ევროპულ გზაზე და გზას უხსნის თვისობრივად ახალ პერსპექტივებს ორმხრივ ურთიერთობებში,“ - აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ კომიტეტი მიესალმება საქართველოსა და ირლანდიას შორის უკანასკნელ წლებში განხორციელებულ შთამბეჭდავ პროგრესს პოლიტიკური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველომ და ირლანდიამ უნდა განაგრძონ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, ევროპის ერთობისა და სოლიდარობის მიმართულებით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია ირლანდიაში საქართველოს ახლადგახსნილი საელჩოს როლი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში და გამოთქმულია იმედი მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიაში საქართველოს საელჩოს გახსნის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. ირლანდიის პარლამენტის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გიორგი ზურაბაშვილის რამდენიმე შეხვედრა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის წევრებთან, რომლის ფარგლებშიც საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ირლანდიელ პარლამენტარებს მიაწოდაინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისშესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42