ქუთაისის კლინიკაში 18 წლის გოგო გარდაიცვალა - ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ
შემთხვევა - 11:37, 25 Feb, 2017     37521
ქუთაისში კლინიკა ,,უნიქალ მედიში” პაციენტი გარდაიცვალა. 18 წლის ნათია შეყილაძე უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში 3 დღის წინ გადაიყვანეს. პაციენტის მგომარეობა ჩატარებული სამედიცინო ღოისძიებების შედეგად პირველ ეტაპზე გაუმჯობესდა, ხოლო შემდგომ კი ისებ დამძიმდა.

პაციენტის ახლობლები ნათია შეყილაძის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ და გამოძიებას ითხოვენ.

„ვიპოვეთ უგონო მდგომარეობაში სახლში, გამოვიძახეთ სასწრაფო, რომელმაც გადაიყვანა ჭიათურაში, ამოურეცხა კუჭი და შემდგომ რეანომობილით გადმოიყვანეს ქუტაისის კლინიკაში. ექიმები გვიმტკიცებდნენ, რომ წამლები ქონდა დალეული, სინამდვილეში ეს ასე არ აღმოჩნდა და ფილტვებითაა გარდაცვლილი“- აცხადებს გარდაცვლილი გოგონას ახლობელი ნათია დავითულიანი.

გარდაცვლილი პაციენტის ახლობლების ბრალდებებს უარყოფენ კლინიკის წარმომადგენლები. მათი თქმით ახალგაზრდა გოგონას წამლები სუიციდის მიზნით ქონდა მიღებული და ეს მან ფსიქიატრსაც დაუდასტურა:

"პაციენტი 2 დღეში მოიხსნა აპარატიდამ, სრულიად კონტაქტური და ადეკვატური იყო. ფსიქიური პრობლემების გამო მოწვეული იქნა ფსიქიატრი, რომელსაც მან დაუდასტურა, რომ მედიკამენტები ქონდა დალეული სუიციდის მიზნით, ეს დადასტურებულია. პაციენტი უეცრად დამძიმდა, რეანიმაციიული მუშაობის შემდეგ პაციენტის გულის მუშაობა ვერ აღსდგა და გარდაიცვალა. დანარჩენს დაადგენს გამოძიება“- განაცხადა „უნიქალ მედის“ მთავარმა ექიმმა შოთა მარუაშვილმა.

სს-ს ინფომრაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42