გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა
პოლიტიკა - 20:26, 24 Feb, 2017     1808

მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დაესწრნენ.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა მიმართეს.

„მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავდა და ვინც მომავალში დაიცავს. ამ ადამიანებს ძალიან პატარა, მაგრამ მართლაც დიდი ქვეყნის ისტორიის დასაცავად უთანასწორო ბრძოლაში მოუწიათ ჩართვა. ისინი ხშირად ბევრად ძლიერ მტერს უპირისპირდებოდნენ, თუმცა სწორედ მათი საშუალებით ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებდით საუკუნეების განმავლობაში და მომავალშიც გავიმარჯვებთ. დიდება იმ წინაპრებს, ვინც ჩვენამდე მოიყვანა ეს ქვეყანა და მადლობა იმ ადამიანებს, ვის მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის დაცვა. მტერი ჩვენზე ვერ გაიმარჯვებს და ამის ნიშანია თუნდაც დღეს, ჩვენი აქ ყონფა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის არსებობა და ის ადამიანები, ვინც ამ სასწავლებელში იზრდებიან ჩვენი ქვეყნის დასაცავად“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და ყურადღება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მთავარი მისია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რისთვისაც დაუღალავი შრომაა საჭირო: „დღეს, ამ მემორიალის გახსნით ვაძლიერებთ ჩვენს მოგონებას იმ თავდადებული გმირების წინაშე, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს. ამ გმირებმა გვაჩვენეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა სამშობლო და ამ მაგალითს გვიჩვენებენ ოფიცრები თავიანთი ბრძოლით, შემართებით და პროფესიონალიზმით. ჩვენ დღეს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი მთავარი მისია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ამ მისიის შესასრულებლად მუდმივ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. თავდაცვის უწყება, რა თქმა უნდა, ქვეყნის მთავარსარდალთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის იყოს, რადგან ჩვენი თავისუფლების დაცვის ხარისხი მტრის შეტევის თავიდან ასაცილებლად სწორედ ჩვენს მდგრადობაში, თავდაცვისუნარიანობაში და სამხედრო მზადყოფნაშია. ამ მიმართულებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უმნიშვნელოვანეს პროგრამას, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ენერგიის განმტკიცების საქმეში. ასევე, მინდა სიმაყით აღვნიშნო, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მოვისმინე სიტყვები, რომლებიც პირველ რიგში ჩვენ ბიჭებს, ჩვენს გმირებს უკავშირდება და ეს არის სიტყვები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მოწინავეს, პროფესიონალს, სანდრო პარტნიორს და გაბედულს ხდის ზოგადსაკაცობრიო და თავისუფლების განმტკიცების საქმეში“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ღონისძიება 1919-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა, რომლებიც თავდადების, ღირსებისა და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენენ. ბრძოლაში სხვადასხვა დროს ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლის იუნკრები მონაწილეობდნენ. დაღუპულ გმირებს შორის, დანარჩენ გმირებთან ერთად 22 წლის იუნკერი შალვა ერისთავი და ბრძოლაში მოხალისედ წასული პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი, მარო მაყაშვილი იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42