რამდენიმე წუთის წინ "გირჩმა" სპეციალურ პრესკონფერენციაზე მათ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები გაასაჯაროვა.
ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ექსპერიმენტის ფარგლებში ინტერნეტით 5 გრამი ნარკოტიკი უპრობლემოდ შეიძინეს.
“ჩვენ, ყველა პროცედურა გავიარეთ და დაახლოებით, 40 წუთში შევძელით ამ ნარკოტიკის აღება. დღეს არის ქვეყანაში სიტუაცია, რომ კანაფის შოვნა, რომ მოუნდეს ადამიანს, არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ამავე დროს, ამ სურათს აქვს მეორე მხარე – რა ხდება ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ დღეს ჩავატარეთ ექსპერიმენტი, მოვიძიეთ არხი, როგორ შეიძლებოდა ამ ნარკოტიკის შოვნა. გვინდოდა ერთი არხი, მაგრამ რეალურად ძალიან სწრაფად, რამდენიმე არხი გავარკვიეთ. ჩვენ გამოვიყენეთ ერთ-ერთი არხი” – თქვა ზურა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, მათ უვე გამოიძახეს შსს, რომელიც ჯერჯერობით ადგილზე არ გამოცხადებულა. ისინი აპირებენ ნაყიდი ნარკოტიკის პოლიციისთვის ნებაყოფლობით გადაცემას, რაც მათი თქმით, 260-ე მუხლის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლებს.
მასალის გამოყენების პირობები






