”საზოგადოება კარგად უყურებდა რომ გასული დღეების განმავლობაში ევროპულმა საქართველომ გააკეთა ყველაფერი, მათ შორის პირველი მოსმენის მაქსიმალურად დროში გახანგრძლივების კუთხით, რომ ხელისუფლებისთვის დაგვენახებინა, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ყველა ის მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელიც კვლავ ანტიკონსტიტუციურს ხდის იმ კანონმდებლობას, რომელიც დღეს მიიღო ხელისუფლებამ. ამ ყველაფრის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მზად არ არიან და საჭიროდ არ თვლიან კანონპროექტზე მუხლობრივ მსჯელობას. როგორც ჩანს სუს-ისგან მიღებული დავალება გულისხმობდა ამ კანონპროექტზე მუშაობის სწრაფად დასრულებას. ყველა ის ძირითადი ეტაპი, რომელიც კანონად ქცევას ნიშნავს დასრულებულია და სამწუხაროდ ჩვენ კვლავ სუს-ი მოგვისმენს და მოგვისმენს კონსტიტუციური პრინციპების დარღვევით,“ - განაცხადა აბესაძემ.
ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები






