„ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ცვლილება და ბევრ ცვლილებასთან დაკავშირებული შეთანხმება. მაგალითად ის, რომ სააგეტოს უფროსის მოადგილეებს აღარ დანიშნავს სუს-ის უფროსი, ასევე სუს-ის უფროსი არ იქნება ექსკლუზიური წარმდგენი კანდიდატისა, ან კანდიდატებისა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა უნდა დანიშნოს, ასევე სააგენტოს დებულებას არ დაამტკიცებს სუს-ის უფროსი, მას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა ან პრემიერმინისტრი,“- განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
ცვლილებების მიუხედავად, ე.წ. მოსმენების კანონი ოპოზიციისთვის ისევ მიუღებელია. პროტესტის ნიშნად „ევროპული საქართველოს“ წევრმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს.
ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონი მობილურ ოპერატორებთან ე.წ. აგენტურის ჩანერგვის საშუალებას იძლევა.
მასალის გამოყენების პირობები






