"რომელი ძალაც არ უნდა დაუპირისპირდეს ჩვენს ქვეყანას, ვერასდროს გაიმარჯვებს საბოლოოდ”- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 18:06, 24 Feb, 2017     2333
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგვალაშვილმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლების გმირების ხსოვნის მემორიალი თავდაცვის მინისტრთან ერთად გახსნა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, რომელიც 1919 წელს დაარსებული პირველი ქართული „იუნკერთა სკოლის“ შთამომავალია, მემორიალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აკადემიის კურსანტები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქვეყნის განვითარების ისტორიაში 1919-1921 წლების მოვლენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ ადამიანების სულის ზეობას, ვინც დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის დაპყრობასა და ოკუპაციას.

როდესაც ვიხსენებთ ამ თებერვლის დღეებს, ბევრი რამაა რაზეც შეგვიძლია განსაკუთრებული ემოციით ვისაუბროთ. ერთი მხრივ, მიმდინარეობს თბილისის ირგვლივ უთანასწორო ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩვენი თანამემამულენი უპირისპირდებიან ვერაგ და ძლიერ მტერს;

მეორე მხრივ, თბილისშივე, ჩვენი წინაპარი პოლიტიკოსები მუშაობენ ახალ კონსტიტუციაზე - იმ კონსტიტუციაზე, რომელსაც სულ რამდენიმე დღე უნდა ეარსება - 3 თუ 4 დღე....

იმ დღეებში, როდესაც მიმდინარეობდა ბრძოლა და, როდესაც იღებდნენ კონსტიტუციას, თითქოს არაფერს ჰქონდა აზრი, მაგრამ ჩვენი დღევანდელი აქ დგომა ნათლად აჩვენებს იმას, რომ ამას აზრი ჰქონდა.

1995 წელს უკვე ახალმა ქართულმა სახელმწიფომ, სწორედ იმ რამდენიმე დღის კონსტიტუციაზე დააფუძნა საკუთარი ახალი კონსტიტუცია, სწორედ იმ რამდენიმე წლის პირველ რესპუბლიკაზე დავაფუძნეთ ჩვენ ჩვენი ახალი დამოუკიდებლობა. სწორედ იმ ადამიანების ღვაწლით იზრდება ჩვენი ჯარისკაცების ახალი თაობა, მომავალშიც გაიტანენ ჩვენ ქვეყანას, რამდენადაც არ უნდა იყოს მტერი ჩვენზე ძლიერი, ან უფრო დიდი რესურსის მქონე.

დღეს მე მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავდა და ვინც მომავალში დაიცავს.

ამ ადამიანების წინაშე დგას ხოლმე, ძალიან პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის ქვეყნის დაცვის მართლაც უთანასწორო ბრძოლა.

ეს ადამიანები უპირისპირდებიან ხშირად ბევრად უფრო ძლიერ მტერს, მაგრამ მათი უნარის საშუალებით ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებდით საუკუნეების განმავლობაში და მომავალშიც გავიმარჯვებთ.

დიდება იმ წინაპრებს, ვინც ჩვენი ბრძოლა დღევანდლამდე მოიყვანა. მადლობა იმ ადამიანებს, ვის მხრებზეც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის დაცვა.

რომელი ძალაც არ უნდა დაუპირისპირდეს ჩვენს ქვეყანას, ვერასდროს გაიმარჯვებს საბოლოოდ.

ამისი ნიშანი, თუნდაც დღეს ჩვენი აქ დგომაა, ამის ნიშანია ეს სასწავლებელი და ის ადამიანები, ვინც დღეს ამ სასწავლებელში იზრდებიან, ვინც დგანან იქ საიდანაც ყველაზე კარგად ჩანს ოკუპანტის ჯარი. ჯარი, რომელიც იმ ადგილს დატოვებს, ჯარი, რომელიც იმ ადგილიდან გავა და ის მხარეები, რომლებიც დღეს ჩვენგან ჩამოშორებულია, რა თქმა უნდა ,ისევე როგორც წარსულში, დაუბრუნდებიან თავის დედა სამშობლოს.

გმადლობთ დღევანდელი დღისთვის და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მემორიალის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42