მილიონი ნაზღაიძის ოჯახს - თბილისის მერია არასამთავრობოებს განცხადებით პასუხობს
პოლიტიკა - 18:00, 24 Feb, 2017     2474
მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის მიწის ნაკვეთის მილიონ ლარად გადაცემის საქმეს თბილისის მერია განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2017 წლის 23 თებერვალს გავრცელებულ განცხადებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ასაჯაროვებს ინფორმაციას, იმ ძირითად ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან მიმართებით, რომლებიც უკავშირდება ზვიად ნაზღაიძისათვის საკუთრების ჩამორთმევისა და მისთვის სამართლიანი ანაზღაურების საკითხს.

2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში ჭარბი ნალექის მოსვლისა და მეწყერის ჩამოწოლის გამო მოხდა სტიქიური უბედურება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლის, ასევე, შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, უწყებათაშორისი კომისიის მიერ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დადგინდა სტიქიური უბედურების ზონა, სადაც ცხოვრება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია. სტიქიური უბედურების ზონაში მოექცა N01.14.14.002.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რითაც სრულად შეიზღუდა მისი სამშენებლო განვითარება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ მიწაზე სტიქიის პერიოდში მოქმედებდა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (საზოგადოებრივ-საცხოვრებელი ფუნქციის ობიექტის განთავსების შესაძლებლობის დადასტურებით).

საქართველოს ორგანული კანონის „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ მე-2 მუხლის თანახმად, გადაუდებელ აუცილებლობას სხვა გარემოებებთან ერთად განეკუთვნება სტიქიური უბედურება. კანონით არ არის განსაზღვრული ვადა, რა ვადაშიც შესაძლებელია განხორციელდეს ქონების ჩამორთმევა და ანაზღაურება, რაც ლოგიკურია, ვინაიდან კანონმდებელმა აღნიშნული დაუკავშირა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა ობიექტური ფაქტორის არსებობას. ის გარემოება, რომ ანაზღაურება უნდა იყოს წინასწარი და სამართლიანი, გამორიცხავს ქონების ჩამორთმევის მყისიერ შესაძლებლობას, ვინაიდან, აღნიშნული ქმედება დაკავშირებულია შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვასთან. სტიქიით დაზარალებულთა დახმარება მუნიციპალიტეტის მიერ, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, წარმოებდა ეტაპობრივად. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, საკუთრების ჩამორთმევა დაეფუძნა არა იმწუთიერ საფრთხეს, არამედ იმ გარემოებას, რომ შესაბამის პირობებში, სტიქიის ზონაში მოხვედრილი ტერიტორია თავისთავად არის ამგვარი საფრთხის მატარებელი, რაც ზღუდავს ან გამორიცხავს ქონების სამომავლო განვითარებას.

2013 წლის 24 დეკემბერს სს „საქართველოს ბანკსა“ და ზვიად ნაზღაიძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებით ზვიად ნაზღაიძეს ხელშეკრულების საგანზე გადაეცა შესყიდვის ოფცია. შესყიდვის ოფცია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2014 წლის 3 იანვარს და რეგისტრირებული იყო 2015 წლის 3 ნოემბრამდე, მათ შორის, სტიქიის პერიოდშიც. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

მიუხედავად მხარეებს შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული თავდაპირველი ვადისა, უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ ოფციის უფლება არსებობდა აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომაც, აღნიშნული დასტურდება იმ ფაქტობრივი გარემოებითაც, რომ ოფციის მხარეებს არ მიუმართავთ საჯარო რეესტრისთვის მისი გაუქმების მოთხოვნით და მეტიც, 2016 წელს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც ბანკმა ქონება გადასცა ნაზღაიძეს, საფუძვლად დაედო მხარეებს შორის მანამდე არსებული - 2013 წლის 24 დეკემბრის ოფციის ხელშეკრულება. კერძოსამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით, რომლითაც დაშვებულია კერძო პირებს შორის ნებისმიერი გარიგების არსებობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების მომენტში ზვიად ნაზღაიძე წარმოადგენდა ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრეს, შესაბამისად, უძრავი ნივთის სამართლებრივი ბედის განსაზღვრისას (მესაკუთრისთვის ჩამორთმევა), ადმინისტრაციული ორგანოსთვის მნიშვნელოვანი იყო უფლებამოსილი პირის - მესაკუთრის გამოვლენა შესაბამისი ფუნქციურ-სამართლებრივი ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ მონაცემებზე დაყრდნობით და არა მხარეებს შორის არსებულ, კერძოსამართლბრივ ურთიერთობათა შინაარსის კვლევა.

რაც შეეხება მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულების შეფასებას, კანონი, რომლითაც მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა, ითვალისწინებს, რომ ქონების ჩამორთმევისას დაცული უნდა იყოს ორი უმთავრესი პრინციპი - ანაზღაურება იყოს სამართლიანი და სრული. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია მოქცეულია სტიქიის ზონაში და ქონება შეუსაბამო აღმოჩნდა შემდგომი სამშენებლო განვითარებისთვის, მისი ჩამორთმევისას, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში (მათ შორის, იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით დაექვემდებარნენ სამართლიან ანაზღაურებას) დაზარალებულის მიმართ სამართლიანი ანაზღაურების განსაზღვრისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა იხელმძღვანელა უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული ღირებულებით, რაც დადგინდა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაზარალებულისათვის სტიქიამდე არსებული ღირებულების შეუთავაზებლობა იქნებოდა ზემოაღნიშნული უმთავრესი პრინციპების დაუცველობა.

ამდენად, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის არეალში მოქცეული უძრავი ქონების ჩამორთმევის პროცესში, მნიშვნელოვანია თავად უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდებარეობა და სამართლებრივი ბედი და არა გადაწყვეტილების სუბიექტი, რომლის მიმართაც ხორციელდება საკუთრების ჩამორთმევა.

ამასთან, გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას, მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამჭვირვალობის, თანაზომიერების, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით“ - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42