მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 16:08, 24 Feb, 2017     1402
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინსი და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეჰშო.

საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის საჭირო პოლიტიკის საკითხები, სავალუტო კრიზისის დაძლევის მიმართულებები, კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი სტრატეგია და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და მიწის რეგისტრაციის რეფორმა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელიც მაია მელიქიძემ უცხოელ სტუმრებთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს განათლებაზე. ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რაც ქმნის ადამიანურ კაპიტალს და ქვეყნის განვითარების წინაპირობას. განათლება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და ცხოვრების სტანდარტების ამაღლებას. ასევე, მინიმალური ხელფასის ამაღლებას, რაც საქართველოში ძალიან დაბალია.

მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს შორის, მაია მელიქიძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი სტრატეგია. იმისთვის, რომ ის ეფექტიანი იყოს და იმუშაოს, საჭიროა გარკვეული წინაპირობების არსებობა. სხვაგვარად არ მოიტანს შედეგს. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის აზრით, მიწის რეგისტრაციის რეფორმა მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. რაც უფრო მალე დასრულდება რეფორმა და გაიზრდება მიწაზე წვდომა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის, უფრო მეტად შეეწყობა ხელი საქართველოს ამ პრიორიტეტული ეკონომიკური დარგის განვითარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42