საქართველო EBRD - ის წლიურ შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას წარმოადგენს
პოლიტიკა - 15:17, 24 Feb, 2017     1399
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის მაისში კვიპროსზე ჩატარდება, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება, წლიური შეხვედრის მონაწილე ბიზნეს წრეების წარმომადგენლების წინაშე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გამართოს.

აღნიშნული სიახლის შესახებ დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და EBRD - ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერამ ისაუბრეს. შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ჩატარდა და მას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციის გამართვის შესაძლებლობას.

თავის მხრივ, EBRD - ის რეგიონული დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს მსგავსად, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მიეცა საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლობითი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის ჩატარების შესაძლებლობა. მისი განცხადებით, საქართველო ერთერთი მოწინავე რეფორმატორი ქვეყანაა, სადაც ინვესტიციების განხორციელების კარგი შესაძლებლობაა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და EBRD-ის ურთიერთობის მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგიაზე, რომელიც EBRD-მა შარშან დეკემბერში დაამტკიცა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული სტრატეგია სრულ შესაბამისობაში მოდის საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მიზნებთან და ამოცანებთან.

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ძალიან ნაყოფიერი იქნება.

EBRD არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის კონტექსტში. საქართველოსა და ბანკის თანამშრომლობა წარმატებულად გრძელდება სახელმწიფო და კერძო სექტორის დაფინანსების თვალსაზრისით. ამ კუთხით აღსანიშნავია EBRD-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა ორივე მიმართულებით. ბანკის მიერ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები ფინანსდება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში (ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42