მაიკლ გეორგ ლინკის განცხადებით, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევს და მოხარულია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებს შეუქცევადი სახე აქვს. მისივე თქმით- „ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დადებითად დასრულება ქვეყნის წარმატებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რასაც ვულოცავ თქვენს ქვეყანას და მის მოქალაქეებს.“ სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, როგორც ქვეყნის ხელისუფლების ასევე საერთაშორისო საზოგადოების მონდომების შედეგია და საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, მომავალშიც მოელის.
შეხვედრაზე, რომელსაც საპარლამენტო დელეგაციის წევრები არჩილ თალაკვაძე და გიორგი წერეთელი ესწრებოდნენ, საარჩევნო პროცესების მონიტორინგის საერთაშორისო მისიებში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.
მასალის გამოყენების პირობები






