„მოძარობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით პარლამენტის სუს-ის ნოტარიუსად იქცა:
შეგვიზღუდეთ აზრის გამოთქმის საშუალება, მოგვიხსენით ფრაქციების დროით გამოსვლის საშუალება, გვითიშავდით მიკროფონებს. საბოლოოდ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა პარლამენტის სუს-ის ნოტარიუსად ქცევას. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს არის ივანიშვილის დაცვის უფროსის დაკვეთით მომზადებული კანონპროექტი, რომლის მეორე მოსმენაზეც პარლამენტმა, ფაქტობრივად, უარი განაცხადა", - განაცხადა ოთო კახიძემ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არ დააკმაყოფილა ამავე ფრაქციის წევრის სერგი კაპანაძის ინიციატივა კანონპროექტის განხილვის მომდევნო სესიაზე გადადებასთან დაკავშირებით. კაპანაძის შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით უფრო მეტი კონსულტაციები გამართულიყო, რადგან ამ სახით კანონის მიღებას არც პრეზიდენტი და არც არასამთავრობო ორგანიზაციები არ უჭერენ მხარს.
საპარლამენტო უმცირესობის პროტესტს ირაკლი კობახიძემ "მცირე საპარლამენტო საბოტაჟი" უწოდა
მასალის გამოყენების პირობები






