"პოლიტიკურ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ" - ნარმანია საკრებულოში არ მიდის
პოლიტიკა - 11:49, 24 Feb, 2017     2023
თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მისვლას არ აპირებს.
”ეს იქნება პოლიტიკური შოუ და მას რეალობასთან რაიმე სახის შეხება არ აქვს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ტერიტორიის გადაცემა კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით გავაკეთეთ. არ ვაპირებ დღეს დედაქალაქის საკრებულოში მისვლას და არც თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან სხდომას...საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე, როგორც დედაქალაქის მერს საკრებულოში ანგარიშის წარდგენის პრობლემა არასდროს არ მაქვს, მათ შორის გასულ წელს ორჯერ რიგგარეშედაც ვიმყოფებოდი საკრებულოში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს იგეგმება პოლიტიკური შოუს მოწყობა, მე ამ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საკითხი, რომლის პედალირებასაც სპეციალურად ახდენენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საკრებულოს ოპოზიცია დღეს, 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლას და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის საკითხზე მათთვის ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს.

მოსამართლე ნატა ნაზღაიძისთვის გადაცემულ თანხასთან დაკავშირებით, ოპოზიცია საკრებულოში თბილისის მერის მისვლას ითხოვს.

მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მერი დავით ნარმანია 7 დღის განმავლობაში საკრებულოში არ გამოცხადდება და დასმულ შეკითხვებს არ უპასუხებს, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ოპოზიცია ასევე 2016 წლის 26 დეკემბრის განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც მოსამართლის ძმას ზვიად ნაზღაიძეს 5 000 კვადრატული მიწა გადაეცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42