,,დღეს და ხვალ ვიტირებთ, ზეგ ოდნავ ჩავწყნარდებით... და გავაგრძელებთ ცხოვრებას ამ უსამართლო სამყაროში“
სოც.მედია - 10:50, 24 Feb, 2017     66553
„ერთი სული მქონდა გამოვვარდნილიყავი სავარჯიშო დარბაზიდან, მანქანაში შევმძვრალიყავი და მეტირა! სახლამდეც ვერ მივიტანე“ - წერს ბლოგერი გურამ შეროზია და ემოციას სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტით გამოხატავს.

გურამ შეროზია: „როცა სიტყვები ზედმეტია და მაინც წერ, რომ მოგეშვას, როგორმე!

ყოველთვის, როცა ფრენისას ავია კატასტროფის სცენარს წარმოვიდგენ ხოლმე, ჩემ სიკვდილზე მეტად დედაჩემზე ვდარდობ... როგორ იცხოვრებს უჩემოდ, რეალურად ვინ კვდება - მე თუ ის, რომ არ შემიძლია დავურეკო და ვანუგეშო... და ისე მძაფრად წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ყელში ბურთი მეჩხირება, თითქოს მართლა მოვკვდი. თითქოს მართლა დავტოვე მშობლები ერთადერთი შვილის გარეშე.

ახლაც, ზუსტად ეს ემოციები მიტრიალებს თავში, ასჯერ უფრო მძაფრად. ერთი სული მქონდა გამოვვარდნილიყავი სავარჯიშო დარბაზიდან, მანქანაში შევმძვრალიყავი და მეტირა! ((( სახლამდეც ვერ მივიტანე.

როცა ერთი შვილი გყავს, ერთი! ნაფერები, ლამაზი, საყვარელი, საამაყო, ერთადერთი და... როცა ამ უბედურების მემილიონედიც არ დაგიმსახურრბია! არავის არ დაუმსახურებია საერთოდ!

და მომენტი, როცა ღმერთის არსებობა უფრო გაცოფებს!
და ხვდები, რა უაზრობაა ყველაფერი...

დღეს და ხვალ ვიტირებთ ყველა. ზეგ ოდნავ ჩავწყნარდებით. გავა დრო და ჩვენც გავაგრძელებთ უაზრო ცხოვრებას, უსამართლო სამყაროში

ტრაგედიიდან ტრაგედიამდე
ტკივილიდან ტკივილამდე
უსამართლობიდან უსამართლობამდე
და ასე უსასრულოდ!“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42