„სოსო ოხანაშვილმა გააკეთა განცხადება და საპატრიარქოს მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს სიცრუეში დასდო ბრალი, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. მამა მიქაელმა გააკეთა ცალსახა განცხადება, რომ მას პირადად არ ჰყავდა სოსო ოხანაშვილი ნანახი საპატრიარქოში და იქ არ იყო საუბარი მის პოზიციაზე და სამსახურზე. აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი გამოსვლა იყო სრულიად არაკორექტული, სიცრუეში ბრალის დადება და ცილისწამება პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის მიმართ. ეს არის სამწუხარო ფაქტი, ეს არის საპატრიარქოს პოზიცია. ვფიქრობთ რომ უახლოეს მომავალში იქნება სრული , ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით აგრძელებს თუ არა სოსო ოხანაშვილი სამსახურს საპატრიარქოში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რომ მისი გამოსვლა იყო არასწორი და სიცრუით სავსე.“- განაცხადა დავით შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






