საქართველოს NATO-ს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება
2-3 მარტს საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება. ალიანსის 28 წევრი ქვეყნის უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს, მონტენეგროს სამხედრო წარმომადგენელთან ერთად, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. მათ საქართველოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უმასპინძლებს. სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს - ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს. ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მის მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ვიზიტი ნატო-საქართველოს ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა. ის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მხარეებმა სამხედრო საკითხებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის პროგრესზე იმსჯელონ და ადგილზე, უშუალოდ გაეცნონ ნატო-საქართველოს შორის არსებულ უმაღლესი დონის ურთიერთობებს. ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტამდე, გასულ წელს საქართველოში რამდენიმე მაღალი დონის ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, სექტემბერში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და ნატო-საქართველოს რიგით მეორე წარმატებული სწავლება ოქტომბერში. ახლახანს კი, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრებმა რეგიონალური უსაფრთხოების სიტუაციასა და შავი ზღვის აუზში გაზრდილი ძალისხმევის შესახებ იმსჯელეს. გარდა ამისა, 2017 წლის მაისში საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირისპირ შეხვდება. სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ საქართველოს მონაწილეობით ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის სტუმრობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), სადაც ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა საჩვენებელი წვრთნა გაიმართება. სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მოედანზე გვირგვინით შემკობის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას და პატივს მიაგებს მშვიდობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას. კომიტეტის წარმომადგენლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მოინახულონ.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






