ადვოკატებმა სინოდის წევრებს სრული ინფორმაცია მიაწოდეს - ,,აზრთა სხვადასხვაობა არ მომისმენია“
პოლიტიკა - 15:14, 23 Feb, 2017     5762
მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატებმა საპატრიარფქოში , წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრა გამართეს. მამა გიორგი მამალაძის უფლებადამცეველების თქმით მათ წმინდა სინოდის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს „ციანიდის საქმის“ შესახებ. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით შეხვედრას კათოლიკოს-პატრიარქი არ დასწრებია.

„ჩვენ აბსოლუტურად დეტალურად ვესუბრეთ და მივეცით ინფორმაცია იმის თაობაზე რაშია საქმე. ეს განპირობებულია იმით, რომ სინოდის წევრებს ჩვენებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვები ჰქონდათ. მამა გიორგი ჩვენებას აძლევს იმ ბრალთან დაკავშირებით, რაც წაუყენეს, ეს ბრალი არის აბსოლუტურად უკანონო, არ ექვემდებარება არანაირ კანონიერებას და ის არის უდანაშაულო ამ საქმესთან დაკავშირებით. სინოდის წევრებს გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით ქონდათ კითხვები, რაზეც ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდება საგამოძიებო ორგანოებისთვის პირველ რიგში, შემდეგ კი საზოგადოებისთვისაც. საუბრის მიმდინაროების და დასრულების დროს მე აზრთა სხვადასხვაობა არ მომისმენია.“- ამბობს მიხეილ რამიშვილი. მისი თქმით, სინოდის წევრები მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრას არ გეგმავენ,

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, პროკურატურას აქამდეც ჰქონდა საშუალება დაკავებული დეკანოზი დაეკითხათ, თუმცა საგამოძიებო ორგანომ ეს აქამდე არ გააკეთა:

„არაეთიკური იქნება ჩემგან იმ ინფორმაციის გავრცელება თუ ვინ ესწრებოდა შეხვედრას, თუ ამის შესახებ პოზიციის დაფიქსირებას გადაწყვეტს საპატრიარქო , ისინი თავად გადაწყვეტენ განცხადების გაკეთებას. აქედან მივდივართ პროკურატურაში და შეგვაქვს განცხადება მამა გიორგის დაკითხვასთან დაკავშირებით. პროკურატურას დაკითხვის საშუალება ჩვენი განცხადების გარეშეც ქონდათ, მაგრამ ჩვენ მათგან განსხვავებით სატელევიზიო პინგ-პონგის არ გვქონდა, ელემენტარულად ვიცავთ ფორმებს და წერილობით მივმართავთ.“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42