ახალწვეულებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაიწყეს
პოლიტიკა - 13:32, 23 Feb, 2017     1062
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „ალგეთის“ პოლიგონზე ახალწვეულები მოინახულეს, რომლებმაც „საბრძოლო მომზადების კურსი“ დაიწყეს. მინისტრი ახალწვეულებს განახლებული საბრძოლო მომზადების პროგრამის შესახებ ესაუბრა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში წარმატება უსურვა. „საბრძოლო მომზადების კურსი“ განახლებულია და შეესაბამება საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველნი გადიან.

რეკრუტები ამ ეტაპზე პოლიგონზე იარაღის გარეშე სამწყობრო ილეთებს ეუფებიან, შემდეგ კი ჯარისკაცის მოვალეობების შესახებ სალექციო კურსს დაესწრებიან. ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ახალწვეულთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ, მოინახულეს სამედიცინო პუნქტი და კვების ობიექტი.

„ალგეთის“ ბაზაზე „ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსს“ ამჟამად 398 რეკრუტი გადის. გაწვევის პროცესი გრძელდება და „ალგეთში“ საბოლოო ჯამში 700 ახალწვეულის მომზადება იგეგმება. 3-თვიანი მომზადების პირველი ეტაპი 30 აპრილს დასრულდება. რეკრუტების ორი ასეული სამხედრო ფიცს შეიარაღებული ძალების დღეს, 30 აპრილს დადებენ. ხოლო ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

კურსის გავლის შემდეგ ახალწვეულები ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც შემდეგი 9 თვის მანძილზე იმსახურებენ. სამსახურის პერიოდში მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის უფლება. ახალწვეულები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სწავლებაში, გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე შეასრულებენ სხვადასხვა საბრძოლო ამოცანებს. მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს, დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძეც სტუმრობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42