ერთი თვე სახელმწიფომ, პრობლემის მიჩუმათების გარდა არაფერი გააკეთა - შაშკინი კონგოში დატყვევებულ სამხედროზე
პოლიტიკა - 13:28, 23 Feb, 2017     2673
მილიონ დოლარს ითხოვენ კონგოელი მეამბოხეები ქართველი სამხედო მფრინავის გასათავისუფლებლად, სოსო ოსურაული ერთი თვეა ტყვეობაშია.

ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, თუმცა იგი თავდაცვის უწყებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე ორჯერ იქნა დათხოვილი.

აღნიშნულ საკითხს „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი აფასებს:

„კონგოში არის დაახლოებით 10-ზე მეტი ჩვენი მფრინავი, რომლებიც იქ მუშაობენ, დაახლოებით ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ტყვედ ჩავარდნენ, ერთი თვეა სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ვერ დავინახოთ ეს პრობლემა, ესენი არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც კონგოში მუშაობით თავიანთ ოჯახებს ინახავენ, მესმის, რომ ისინი არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი სამხედროები, მაგარმ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ხალხი საქართველოში დააბრუნოს.

მიხეილ სააკაშილის პრეზიდენტობის დროს ჩვენი მეზღვაურები ტყვეობაში მოხვდნენ, სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ მათ დახმარებოდა. პრეზიდენტის თვითმფრინავიც გაფრინდა მათ ჩამოსაყვანად, სახელმწიფომ შეაგროვა ფული ბიზნესმენებში, რომ საქართველოს მოქალაქეები ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ. ერთი თვე გავიდა და გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის მიჩუმებას ცდილობს, სხვას არაფერს აკეთებს. არგუმენტი არ არის ის, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს მოქმედი სამხედროები არ არიან. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები და ქვეყანა მაშინ არის ქვეყანა, როდესაც ის თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს, განსაკუთრებით გასაჭირის დროს“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42