"რჩეულიშვილის პატიმრობის ძალაში დატოვებაზე ზედაპირულად იმსჯელეს" - საია სასამართლოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ამხელს
პოლიტიკა - 13:26, 23 Feb, 2017     1493

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მაია რჩეულიშვილის პატიმრობა დაუსაბუთებლად გაგრძელდა და სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მაია რჩეულიშვილის მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხზე სასამართლომ ზედაპირულად იმსჯელა. მოსამართლეს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად კონკრეტული ფაქტები ან გარემოებები არ განუხილავს და არსებული საფრთხეების რელევანტურობაზე პოზიცია არ დაუფიქსირებია. მოსამართლემ მხოლოდ აღნიშნა, რომ ის მიზნები და დასაბუთება, რაც თავის დროზე გახდა პატიმრობის შეფარდების საფუძველი, ახლაც ძალაში იყო და არ არსებობდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა.

ასეთი შეფასების საფუძველს გვაძლევს სასამართლო სხდომა, რომელიც გაიმართა 2017 წლის 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

პროკურორის განმარტებით, პატიმრობა არ უნდა შეცვლილიყო სხვა აღკვეთის ღონისძიებით. აღნიშნულის დასასაბუთებლად ბრალდების მხარემ მიუთითა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზე.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, აღკვეთის ღონისძიების მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორების თავიდან აცილება და ბრალდებულის იმგვარი ქცევა, რაც არ დააბრკოლებს და ხელს არ შეუშლის გამოძიების სრულყოფილად და ეფექტიანად წარმართვას. პატიმრობის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს არამართლზომიერი მიზნით და აუცილებლობაზე ხანგრძლივი ვადით.

ამგვარად, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვისას მოსამართლე მსჯელობს არა პირის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის საკითხზე, არამედ იმაზე, რამდენად აუცილებელია გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაგრძელება და რატომ ვერ უზრუნველყოფს იმავე მიზნების შესრულებას სხვა ნაკლებად მკაცრი ღონისძიება.

საქართველოს კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ადგენს, რომ განგრძობადი პატიმრობა, როგორც ადამიანის უფლებებში ყველაზე მძიმე და ინტენსიური ჩარევა, გაგრძელებული უნდა იქნეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, მაშინ, როცა სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება ადეკვატური კანონიერი მიზნის მისაღწევად. ამასთან, ხელისუფლებამ დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოიყვანოს პატიმრობის ნებისმიერი პერიოდისათვის. შესაბამისად, პატიმრობის გაგრძელების სასარგებლოდ მეტყველი არგუმენტები ზოგადი და განყენებული არ უნდა იყოს და ის უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას, რომელიც ამართლებს ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას.

მოცემულ შემთხვევაში, ზემოთხსენებული სტანდარტებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა წონადი არგუმენტები, რომელიც რჩეულიშვილის პატიმრობაში დატოვებას გაამართლებდა. კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის ნაწილში, პროკურორმა ყურადღება გაამახვილა მისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ჩადენილ შესაძლო კანონდარღვევაზე, რასაც ეფუძნებოდა მის მიმართ წარდგენილი ახალი ბრალდება. თუმცა, იმ საქმის წარმოების განმავლობაში, სადაც რჩეულიშვილს პატიმრობა აქვს შეფარდებული, არ ჰქონია ადგილი ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევას. ამასთან, დანაშაულის ჩადენის საფრთხის შეფასებისას უნდა განისაზღვროს, რამდენად არსებობს პირის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების რეალური შესაძლებლობები. აგრეთვე, დაუსაბუთებელი იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეც, ვინაიდან ბრალდების მხარის ყველა მოწმე უკვე დაკითხულია სასამართლოში. ხოლო, დაცვის მხარის მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედება არ არის ლოგიკური და რელევანტური. ნაკლებად არის გასაზიარებელი მიმალვის საფრთხეც, ვინაიდან, ადვოკატის განმარტებით, რჩეულიშვილს საზღვრის გადაკვეთა რამდენიმე წლის წინ უფიქსირდება. ამავდროულად, მიმალვის საფრთხის განეიტრალება შეიძლება მოხდეს სხვა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებით (მაგალითად, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა).

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ პროკურორმა ეს არგუმენტები წარმოადგინა, სასამართლოს ევალებოდა თითოეული ამ მოსაზრების რელევანტურობაზე ემსჯელა, რაც არ მომხდარა. სასამართლო პატიმრობის გადასინჯვისას ვალდებულია, გამოიჩინოს განსაკუთრებული გულისხმიერება და გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს უნდა იყოს ჯეროვანი და დასაბუთებული და არა სტერეოტიპულად ფორმულირებული. ამავდროულად, გაჭიანურებულმა პატიმრობამ შეიძლება შელახოს პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შეაფასა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პირობებშიც შესაძლებელი იყო სათანადო მკურნალობის განხორციელება და ამის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გამხდარიყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საიას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელების დასაბუთება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს"- მიაჩნიათ საია-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42