„ოსურაული მეამბოხეების ხელშია, რაც ართულებს სიტუაციას“ - თავდაცვის სამინისტროს განმარტება
პოლიტიკა - 11:45, 23 Feb, 2017     4895

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, თუმცა იგი თავდაცვის უწყებიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე ორჯერ იქნა დათხოვილი.

ოსურაულმა კერძო კომპანიაში მუშაობის გადაწყვეტილება დაახლოებით 10 წლის წინ მიიღო პირველად, თუმცა 2014 წელს კვლავ დაბრუნდა საქართველოში და განაგრძო მუშაობა თავდაცვის უწყებაში.

როგორც „ნიუპოსტს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 2015 წლის 21 მარტს ოსურაულმა კვლავ დატოვა შეიარაღებული ძალები და კონგოში წავიდა. აღსანიშნავია რომ ოსურაულის ძმა დღემდე საქართველოს ჯარში მსახურობს:

„სოსო ოსურაული მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2015 წლის წლის 21 მარტს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები და წავიდა კერძო კომპანიაში სამუშაოდ უცხოეთში.

მისი მხრიდან შეიარაღებული ძალების დატოვების პირველი პრეცენდენტი არ ყოფილა და მანამდეც წლების წინ იყო ასევე საკუთარი ნებით დათხოვილი შეიარაღებული ძალებიდან, ასევე კონგოში იყო წასული კერძო საავიაციო კომპანიაში სამუშაოდ, დაბრუნდა 2014 წელს საქართველოში, მივიდა შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ 2015 წლის მარტში ისევ წავიდა.

მისი ძმა მსახურობს ჩვენთან.

თავდაცვის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციაში კონტაქტზეა ოჯახთან და აკეთებს ყველაფერს შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ოჯახსა და თადარიგის ოფიცერსაც აღმოუჩინოს დახმარება თუ ეს შესაძლებელი იქნება, იგი არის მეამბოხეების ხელში, რაც ართულებს ზოგადად სიტუაციას“, - აცხადებენ „ნიუპოსტთან“ საუბრისას თავდაცვის უწყებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42