მაია მელიქიძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ქართველი მეწარმეების საქმიანობაში არსებული სირთულეები განიხილა
პოლიტიკა - 10:42, 23 Feb, 2017     1205
პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელს შეხვდა.

შეხვედრისას ისაუბრეს ადგილობრივ წარმოებაზე, ქართველი მეწარმეების საქმიანობაში წარმოშობილ სირთულეებსა და პრობლემების დაძლევის მიმართულებებზე.

როგორც მაია მელიქიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საპრეზიდენტო კამპანია “მოითხოვე ქართულის“ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაა.

კამპანიის ფარგლებში შედგა საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საწარმოებში.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლის ირაკლი სულაბერიძის განცხადებით, პალატამ საქართველოს რეგიონების მიხედვით პრიორიტეტული სექტორები გამოყო და ორგანიზაციის ძალისხმევა იქითკენაა მიმართული, რომ თითოეულ რეგიონში გამოკვეთოს და გამოავლინოს სხვადასხვა ტიპის პრობლემები, რომლებიც მეწარმეებს ეფექტურ მუშაობაში უშლის ხელს.

მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ევროპის ბაზარზე დაშვებულია ქართული თაფლი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გამსვლელი ერთადერთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტია.

„ამ ეტაპისთვის განსაზღვრულია ის პრობლემები, რომლებიც მეწაარმეებს აფერხებს. მათ შორის, ყველაზე აქტუალურია კონკრეტულ სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის ნაკლებობა“, - განაცხადა ირაკლი სულაბერიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეხვედრის დროს აღნიშნა რომ, საქართველომ წინსვლიკენ დიდი ნაბიჯი გადადგა მაშინ, როდესაც ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან. შეთანხმება გამორიცხავს სატარიფო ბარიერებს ვაჭრობაში და არეგულირებს ფართო სპექტრში ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

თუმცა, როგორც საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მცირე მეწარმეებს, მათი პროდუქტის რაოდენობიდან გამომდინარე, ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა გავიდნენ ევროპის ბაზარზე. ასევე მეწარმეებისთვის პრობლემატურია მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, რადგან აღნიშნულის შემთხვევაში მეწარმეს 25%-ით მაინც უძვირდება პროდუქტი და შესაბამისად, იზრდება მათი ხარჯების რაოდენობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42