„რადგან საპატრიარქოს განცხადებით დაფიქსირდა, რომ ისინი არ თვლიან საჭიროდ შეხვედრას გარკვეულ მიზეზთა გამო, ჩვენს მიერ შეტანილი იქნა განცხადება მთავარ პროკურატურაში მამა გიორგის დაკითხვის თაობაზე.“- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, რადგან საპატრიარქოში სტუმრობს და თავის პოზიციას აჟღერებს ბრალდების მხარე, დეკანოზ მამალაძეს უნდოდა იერარქიულად მასზე მაღლა მდგომი პირებისთვის რეალობა მისი მხრიდანაც გაეცნოთ,
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მამა გიორგი სასულიერო პირია და წმინდა სინოდი მასზე იერარქიულად მაღლამდგომი პირებისგან შედგება, მას უნდოდა, რომ რეალობა მოეხსენებინა მათთვის“- განაცხადა ადვოკატმა.
რამიშვილის თქმით, მამა გიორგი მამალაძისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ნივთმტკიცებების გასაჯაროების ფაქტი და დაკავებული სასულიერო პირი მზადაა თავისი ჩვენებით უდანაშაულობა დაამტკიცოს:
„მისთვის პრობლემა არაა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ნებისმიერი მტკიცებულებების მიუხედავად მამა გიორგი მზადაა თავისი ჩვენებით უდანაშუალობა დაადასტუროს“- განაცხადა დეკანოზის უფლებადამცველმა.
მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმის მასალების ოფიციალური გადმოცემის შემდეგ მან საჭიროდ ჩათვალოს გაუთქმელობის ხელწერილის დადება:
„მე საკმაოდ ვიცი საქმის მასლა, ოფიციალურად როცა მივიღებ საგამოძიებო ორგანოებიდან მთლიან მასალას თუ საჭიროდ ჩავთვალე ხელწერილს დავწერ. მანამდე მე გამაჩნია ის რაც მე მჭირდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის“- აღნიშნა რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






