„რამდენიმე კომენტარი სტრასბურგის მოსამართლის თემაზე:
1. მივესალმები სპიკერის მონდომებას;
2. კარგია როდესაც იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა საინტერესოა რომ წინა კომისიაში პარლამენტის ორი წევრი იყო, დღეს შეამცირა მთავრობამ პარლამენტის ჩართულობა ერთ წარმომადგენლამდე. არადა, პარლამენტარები გვპირდებოდნენ, ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობასო. პრაგმატულობა რომ ამოძრავებდეს იუსტიციას ბოღმის ნაცვლად, მე ოპოზიციონერს ჩავსვამდი სიაში პასეში ჩვენი დელეგაციიდან.
3. სასურველია სპიკერს აუხსნან, რომ მოსამართლეს სტრასბურგში მოსამართლეები არ ირჩევენ. პასეს დეპუტატების ასარჩევია. ვეჭვობ, ჟურნალისტს არეოდა. თან მგონი ციტირებაა.
4. ახალ კომისიაში თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების წარმომადგენელთა დამატების აზრს ვერ მივხვდი, მაგრამ მთავრობის პრეროგატივაა და კაი ბატონო. თუმცა, თუ აქამდე ყველაფერი კარგად იყო, ეს ცვლილებები რა საჭირო ოყო?! ჯობდა, თავმჯდომარე გამოეცვალათ, რაც იყო რეალურად პოლიტიზირების მთავარი პრობლემა.
5. შეფასების წესი შეუცვლიათ. ამოიღეს შეფასება 0 და დაამატეს შეფასება 5+. ასევე განმარტეს თითოეული შეფასება რას ნიშნავს. ეს მისასალმებელია. მაგრამ, იქნებ ან პრემიერმა ან სპიკერმა იკითხონ (თუმცა, ვიცი რომ სპიკერმა ეს იცის უკითხავადაც), რას ნიშნავს 5+ განმარტება -ზედმეტად კვალიფიციური (overqualified). ჯერ ერთი, როგორც წესი, ეს შეფასება ყველგან იწვევს კანდიდატის გამოთიშვას პროცესიდან, რადგან მისი კვალიფიკაცია აღემატება ვაკანტურ ფუნქციაზე დასასაქმებელისას. ანუ, მაგ. ჩვენი სპიკერი რომ იუსტიციაში სპეციალისტის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე გავიდეს. ეტყობა, ჩვენს იუსტიციას ახალი სტანდარტები შემოაქვს და 5+ ეს ყველაზე მაღალი შეფასება იქნება. და მეორე, რას ნიშნავს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობისთვის "ზედმეტად კვალიფიცირებული" კანდიდატი?! მაინტერესებს, ავტორებისთვის, გარდა ქალბატონი მინისტრისა, ასეთად ვინ მოიაზრება?!
6. კარგია რომ წამოროშილი არ გააკეთეს და კომისიაში ევროპის საბჭოს წარმომადგენელი არ დაპატიჟეს.“- წერს მამუკა ჟღენტი.
შეგახსენებთ, გუშინ მოსამართლეების შესარჩევად ახლი კონკურსის გამოცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ღია და გამჭვირვალე პროცედურების საფუძველზე სტრასბურგის მოსამართლედ ღირსეული კანდიდატები შეირჩევა:
"კარგია, რომ განახლდა სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გამჭირვალე პროცედურის საფუძველზე ჩვენ შევძლებთ, ღირსეული კანდიდატურის შერჩევას და ეს კანდიდატი იქნება არჩეული სტრასბურგის მოსამსართლეთა მიერ", - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






