თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლატვიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა
პოლიტიკა - 16:51, 22 Feb, 2017     1580


საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება.

დღეს, ლატვიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს ანდრეს პილდეგოვიჩს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

შეხვედრის დასაწყისში ლელა ჩიქოვანმა ლატვიელ დიპლომატს პოლიტიკური და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ყურადღება რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო ბალტიის ქვეყნების მხრიდან უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მხარდაჭერის საკითხებსაც.

მინისტრის მოადგილემ ლატვიელ სტუმარს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები გააცნო. მან აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაცია უწყების რეფორმის განუყოფელი ნაწილია და პროცესში პარტნიორების აქტიური ჩართვა მნიშვნელოვანია. ლელა ჩიქოვანმა სტუმარს SNGP-ს განხორციელების საქმეში ლატვიელი ექსპერტების მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა კი, ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნის, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობა.


მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან თანამშრომლობასაც.

შეხვედრას საქართველოს ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეიმურაზ ჯანჯალია, ლატვიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იანის ზლამეცი, ლატვიის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

დღესვე ლატვიის რესპუბლიკის დელეგაციამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართა შეხვედრა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42