დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ლუკავას ჯანმრთელობის და უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება
პოლიტიკა - 16:39, 22 Feb, 2017     1235
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) რიგით 43-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და ბრალდებული პირის - რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირის გათავისუფლება მოითხოვეს და მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობაზე ისაუბრეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გიორგი ლუკავას ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მდგომარეობას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ნებისმიერი ტიპის აკრძალვა, რომელიც შეზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს არამარტო გაართულებს მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას, არამედ მნიშვნელოვანწილად დააზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 21 მარტს გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42