"ჩვენი დაცულობა უსაფრთხოების მხრივ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა"- ეპისკოპოსი საბა
პოლიტიკა - 16:34, 22 Feb, 2017     11636
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირების ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი გრძელდება.

ამ წუთებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს ნატოს სათაო ოფისში მართავენ. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები უკვე შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საზოგადოების ამ პოროცესის შესახებ ინფორმირების კუთხით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

“ნება ქართველი ერის ყოველთვის ევროპისკენ სწრაფვა იყო. დაცულობა იმ რეგიონში, სადაც რუსეთმა არაერთხელ მოახდინა აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენი ხედვაა, რომ ჩვენი დაცულობა უსაფრთხოების მხრივ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა... ის მითები, რომლებიც არსებობს ნატოს შესახებ უნდა დაინგრეს.” - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ.

ბელგიაში ვიზიტი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტომნაც შეაფასა:

“ჩვენ აქ ყველანირად მიღებული ვართ... ისევე, როგორც ჩვენ, მათაც ემსხვრევათ არსებული სტერეოტიპები, აინტერესებთ ვინ ვართ, რა ხალხი ვართ. ჩვენც გვაინტერესებს სად შევდივართ და რა ფასეულობებია იქ. ჩვენი ვიზიტი და ჩვენი წარმომადგენლობა სწორედ ამას ემსახურება.” - აღნიშნა მეუფე ანტონმა.

ნატოში შეხვედრები მთელი დღის განმვლობაში გაგრძელდება. სასულიერო პირებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში კარმენ რომეროს, აშშ-ის, ნიდერლანდების, რუმიეთისა და ბულგარეთის მუდმივ წარმოამდგენლებს. დელეგაცია ესტუმრება საქართველოს წარმომადგენლობას ნატოში, მათ ელჩი ალექსანდრე მაისურაძე უმასპინძლებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42