თავდაცვის მინისტრი საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 16:30, 22 Feb, 2017     1297
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლონეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარიუშ მაჟკიევიჩს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში პოლონეთის აქტიურ ჩართულობაზე. შეხვედრის დროს ასევე განიხილეს სპეციალური ოპერაციული ძალებისა და სამხედრო პოლიციის მიმართულების განვითარებაზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო სწავლებებში პოლონეთის მონაწილეობას. ლევან იზორიას განცხადებით, პოლონეთმა სურვილი გამოთქვა ამ მიმართულებით თანამშრომლობა გააგრძელოს და ზაფხულში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლება „ნობელ პარტნერში“ მიიღოს მონაწილეობა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მარიუშ გრჟიბოვსკი დაესწრნენ.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში და რეგიონული უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების საკითხში, საქართველო პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს სახით საიმედო პარტნიორი გვაყვს. აღნიშნულ შეთანხმებას პოლონეთი დასაწყისიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამბიციას გახდეს ალიანსის წევრი მას შემდეგ რაც პოლონეთი თვითონ გახდა ნატოს წევრი 1999 წელს. ვიმედოვნებთ, საქართველო მალე გაწევრიანდება ალიანსში, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს უფრო დააჩქარებს."- განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაჟკიევიჩმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42