სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა
პოლიტიკა - 14:56, 22 Feb, 2017     1177

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, იგნატი არაკელიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში 22-23 თებერვალს პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ პოლიტიკასა და დარგის განვითარების სტრატეგიაზე. საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის კუთხით თანამშრომლობის, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სომეხ კოლეგას საქართველოში აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები დეტალურად გააცნო. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრაზე სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იგნატი არაკელიანმა განსაკუთრებული ინტერესი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, აგროდაზღვევის და ფიტოსანიტარიის კუთხით განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების მიმართ გამოხატა.

როგორც სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ მიმართულებად გამოცხადებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში დარგის განვითარებას და ამის შედეგები ნამდვილად თვალსაჩინოა. იგნატი არაკელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება მოხდეს და სამომავლო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი იშხან კარაპეტიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა სომეხ სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სათაო ოფისი და ტექნიკური აღჭურვილობა, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა და ღვინის მუზეუმი დაათვალიერებინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42