„მოვუწოდებთ უმრავლესობას ე. წ მოსმენების შესახებ კანონპროექტი გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღონ“ - გიორგი აბაშიშვილი
პოლიტიკა - 14:53, 22 Feb, 2017     1242

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„პარლამენტი დღეს ე. წ მოსმენების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით არის არაერთი კითხვა, რომელიც გვაქვს ჩვენ, საზოგადოებას და ბიზნესსექტორს. ჩვენი მხრიდან საპარლამენტო უმრავლესობისათვის შეთავაზებულ კონსულტაციებზე მივიღეთ უარი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობამ აირჩია თვითიზოლაციის გზა, რაც არ არის კარგი არც ქვეყნისათვის და არც თავად ამ პოლიტიკური ძალისათვის.

ამის მტკიცების საფუძველს გვაძლევს გამოცდილება პრეზიდენტის მიერ წარდგენილ და დაძლეულ ვეტოებთან დაკავშირებით, როდესაც უმრავლესობის მიერ წარმატებით დაძლეული ვეტო ან საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა, ან თავად ხელისუფლებამ შეცვალა პოზიცია.

კერძოდ, მოსმენების კანონი არაკოსტიტუციურად ცნეს.საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონი შეჩერებულია და პოზიცია გაზიარებულია მთავრობის მიერ წელიწად-ნახევრის შემდეგომ. საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, ასევე ცნობილია არაკონსტიტუციურად.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე. ახალი პარლამენტის არჩევისას ვამბობდით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყო შესაძლებლობაც და საფრთხეც, შესაძლებლობა რეფორმებისათვის და საფრთხე ჩაკეტილობისა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების.

მოვუწოდებთ უმრავლესობას გაითვალისწინონ ის სირთულეები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესს და მხოლოდ ძალიან ღია და გამჭვირვალე დისკუსიის შედეგად მიიღონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა აბაშიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42