"შოთაძის გადადგომა ღიმილის მომგვრელია, ჩვენი სულიერი სხეულის რღვევის საბაბი არავის უნდა მივცეთ"- ქანთარია
პოლიტიკა - 14:25, 22 Feb, 2017     2816
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ე.წ ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და უმცირესობის მოთხოვნას ირაკლი შოთაძის გადადგომის თაობაზე ღიმილისმომგვრელს უწოდებს.

როგორც "ქართული ოცნების" წევრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "პროკურატურამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა".

„ყველას კარგად გვახსოვს აღვირახსნილი კამპანიები საპატრიარქოსა და ეკლესიის მიმართ და ვფიქრობ ამ კონტექსტშიც შეიძლება ამის განხილვა. იმედი მაქვს, პატრიარქი ჩვეული სიბრძნით დაალაგებს იმ პრობლემებს, რამაც საპატრიარქოში თავი იჩინა, ჩვენი ზედმეტი ჩარევის გარეშე“ - მიმართა ქანთარიამ საპარლამენტო უმცირესობას.

დეპუტატმა საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, "პატრიარქის არყოფნაში გარკვეული საფრთხე დატრიალდა საპატრიარქოსა და ეკლესიის მიმართ და ამაში ბევრმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, სასულიერო პირებმაც".

"მე ვფიქრობ, თუ ის იდუმალების საბურველი ჩამოეცლება ეკლესიას, რის გამოც მორწმუნე და არამორწმუნეც მოწიწებით და პატივისცემით გამსჭვალულია ამ ინსტიტუტის მიმართ, მაშინ უკვე სახიფათო პროცესები დაიწყება და რეანიმაციის საშუალება მიეცემა უღმერთოთა კავშირს. უფლის სახლის დისკრედიტაცია არავინ უნდა დავუშვათ, რადგან ეს არის არამარტო ამ ინსტიტუტზე დარტყმა, არამედ საქართველოზე დარტყმა. ჩვენი სულიერი სხეულის რღვევის საბაბი არავის უნდა მივცეთ“ - განაცხადა ქანთარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42