„ევროპული საქართველო“ საგანგებო პროკურორის დანიშვნას ითხოვენ, საუბარია ე.წ. ციანიდის საქმეზე. ოთო კახიძის განცხადებით, აღნიშნული აუცილებელია საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე:
,,ჩვენ ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაინიშნოს საგანგებო პროკურორი, რომელიც მიუკერძოებლად გამჭვირვალედ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გამოიძიებს ე.წ ციანიდის საქმეს. შესასწავლია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციას, როგორც თავად მამალაძის ბარგში ციანიდის აღმოჩენას, ასევე მისი საცხოვრებელი სახლიდან ვაზნებისა და იარაღის ამოღებას. ასევე დასადგენია, რატომ შეჰყავდა ირაკლი შოთაძეს შეცდომაში საზოგადოება როდესაც აცხადებდა, რომ იგეგმებოდა მაღალი სასულიერო იერარქის პირის მკვლელობა. ეს აღმოჩნდა ტყუილი, მაგრამ რაღაც იდგა ამის უკან . ირაკლი შოთაძე თავად ვერ წარუძღვება პროცესს, ვინაიდან ის არის დაინტერესებული პირი. მას საკუთარი დღის წესრიგი ჰქოდნა. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მისი თანამდებობიდან ჩამოშორებას. მივმართავთ საპროკურორო საბჭოს, დანიშნონ საგანგებო პროკურორი, რომელიც ობიექტურად და გამჭირვალედ გამოიძიებს ამ საქმეს,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






