ფარული მიყურადება - ენმ მოსმენების კანონიერი შესწავლისა და ორო გასაღების განაწილების ახალ ინიციატივას აჟღერებს
პოლიტიკა - 12:01, 22 Feb, 2017     1270
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ენმ-ს მიერ შემოთავაზებული ინიციატივა ითვალისწინებს, ერთის მხრივ, მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის ეფექტურ გარანტიებს და მეორეს მხრივ, არ შეაფერხებს სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი სამსახურების მუშაობას და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

ენმ-ის ინიციატივა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

შეიქმნას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არ განახორციელებს საგამოძიებო უფლებამოსილებას. იგი ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. ფარული მიყურადების ტექნიკური აღჭურვილობა სწორედ ამ უწყებაში უნდა იყოს განთავსებული.

ორი გასაღების პრინციპი - ერთი ზემოაღნიშნული უწყების და მეორე, სასამართლოს ხელში. ორივე ამ გასაღების „ჩართვაა“ საჭირო, რათა პირის ფარული მიყურადება განხორციელდეს.

სახალხო დამცველს, ასევე პარლამენტის უმრავლესობის ერთ და უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატებიდან ერთ წევრს მიეცეთ ფარული მოსმენების მონიტორინგის და კანონიერების შემოწმების უფლება - სახალხო დამცველს და პარალმენტის ორ წევრს (ერთს შეარჩევს უმრავლესობა, ხოლო მეორეს - საპარლამენტო ოპოზიცია) ექნებათ შეუზღუდავი (დღის ნებისმიერ მონაკვეთში და ნებისმიერი ხანგრძლივობით) წვდომა ადგილზე იმ ტექნიკურ აღჭურვილობასთან, საიდანაც ხდება ფარული მოსმენა და შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებთან (სამართალდამცავი ორგანოს შუამდგომლობა სასამართლოსადმი და სასამართლოს გადაწყვეტილება; ან დადგენილება გადაუდებელი ფარული მოსმენის თაობაზე და შემდგომი სასამართლო თანხმობა), რის საფუძველზე ხდება მოსმენის განხორციელება. ამ პირებს მიენიჭებათ უფლებამოსილება მობილური ოპერატორებისგან მიიღონ ინფორმაცია შესაძლო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. მონიტორინგის განმახორციელებელი ზემოაღნიშნულ პირებს მიყურადების ქვეშ მყოფი საუბრის შინაარსზე დაშვება აქვთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვაგვარად ვერ ხერხდება მიყურადების კანონიერების შემოწმება. ეს პირები ხელს აწერენ ინფორმაციის გაუთქმელობის დოკუმენტს. ამ ინიციატივით იქმნება ფარული მოსმენის კანონიერების შესწავლის ეფექტური მექანიზმი.

ენმ გამოხატავს სურვილს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან’’ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42