გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველა მის ინიციატივაზე უმრავლესობას დუმილის რეჟიმში დიალოგის გადატანის მცდელობა აქვს.
„მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ გუშინ, გუშინწინ, არც ბიზნესიდან და არც სხვა სფეროდან მოვსულვარ. 25 წელიწადია ამ ქვეყნის პოლიტიკას ვუყურებ, ვაკვირდები, მონაწილე ვარ სხვადასხვა ფორმით. ეს ხომ ძალიან ბევრჯერ გამივლია - დუმილის რეჟიმის აბსურდულობა და დუმილის რეჟიმის ფიასკო“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირი ვეტოს დაძლევის ტენდენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არა პრეზიდენტი, არამედ, პირველ რიგში, ქვეყანა და საზოგადოება ზარალდება.
„ყველა ვეტო, რომელიც იქნა დაძლეული დიდი წარმატებით, ან საკონსტიტუციომ შეაჩერა, ან თვითონ მთავრობამ. ხომ შეიძლება, რომ დავფიქრდეთ და ვთქვათ, რომ იქნება მაინც ღირს, რომ უფრო ვესაუბროთ ერთმანეთს, იქნებ არ ღირს ეს რაღაცა გალაშქრება ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც არ არის უნისონში შენ მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციასთან?“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
მარგველაშვილმა ყურადღება მოსმენების კანონზეც გაამახვილა.
„ამ კანონს მე 2 წლის წინ ვეტო დავადე. კანონს, რომელიც დღეს არის წარდგენილი და მაშინაც დიდი მონდომებით, გეგონება რაღაც კარგი კეთდებოდა, დაიძლია ვეტო,“ - აცხადებს გიორგი მერგველაშილი.
მასალის გამოყენების პირობები






