"პოლიტიკოსები პროკურორის, პროკურორები კი პოლიტიკოსების როლს თამაშობდნენ"- პრეზიდენტი ციანიდის საქმეზე
პოლიტიკა - 22:06, 21 Feb, 2017     1932
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ ციანიდის საქმეზე პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქმის ირგვლივ "როლებისა და ფუნქციების აღრევა მოხდა".

"შეუძლებელია შეცდომა არ დაგემართოს, როცა ხდება როლებისა და ფუნქციების აღრევა. ამ დღეების განმავლობაში ვხედავდით, რომ პოლიტიკოსები პროკურორის როლს თამაშობდნენ, პროკურორები კი პოლიტიკოსების როლს. თვისობრივად აღრეული იყო ის, ვინ რა კომპეტენციაში უნდა ისაუბროს ამ ქვეყანაში. სანამ პროკურორის განცხადება იყო მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს განცხადებები. ასეთ ვითარებაში ძალიან მარტივი წესები არსებობს, რომელიც გამოგონილია იმისთვის, რომ სისტემამ იფუნქციონიროს. როცა შენ ხარ პოლიტიკოსი, შენ არ ხარ პროკურორი, შეიძლება ძალიან გინდა გახდე პროკურორი, მაგრამ არ ხარ პროკურორი და შენ უნდა აკეთებდე პოლიტიკურ განცხადებებს. ხოლო როცა შენ ხარ პროკურორი, შეიძლება გინდოდეს პოლიტიკოსობა, მაგრამ უნდა აკეთებდე ისეთ განცხადებებს, რომელიც პროკურატურის ფუნქციებშია. დღესაც ვხედავთ, რომ არაერთი ადამიანი, რომელსაც არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია ამ საქმეებზე სასაუბროდ აკეთებს განცხადებებს, რომელიც ძაბავს საზოგადოებას. ყოველ ასეთ განცხადებას კითხვის ნიშნები მოჰყვება"- თქვა მარგველაშვილმა "არჩევანში".

მისი თქმით, შეილახა უდანაშაულობის პრეზუმფცია. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიებაში ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს ჩართული.

„მის ადვოკატებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნათლად ჩაგვაყენონ ყველა საქმის კურსში და ჩვენ არ ვიყოთ ფარულად გავრცელებული, ვიღაცისთვის ნაჩვენები რაღაცა ამბების მნახველების ინფორმაციაზე დაყრდნობილნი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42