უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის ყველა ჩანაწერი, საქართველო კათოლიკოს-პატრიარქის გარდა, ყველა სასულიერო პირმა ნახა.
კაკაბაძე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოში ყველა, მეუფე პეტრე ცაავას გარდა, ერთ პოზიციაზეა, რომ საქმეში ბრალდებული დეკანოზი თავდებით არ უნდა გამოვიდეს.
“ჩანაწერები ნახა თითქმის ყველა სასულიერო პირმა და ყველან თანხმდება, რომ გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს. ასევე თანხმდებიან, რომ გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს თავად მისთვის იქნება სახიფათო. ერთადერთი განსხვავებული პოზიცია აქვს მამა პეტრეს. მე ვერ გეტყვით, ზოგადად, რა პოზიციაზე დგას მამა პეტრე. გაუგებარია მისი პოზიცია"- აღნიშნა კაკაბაძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის პატრიარქს ჩანაწერი არ უნახავს.
"ამ წუთების შემდეგ რა მოხდება, ამაზე ვერაფერს გეტყვით. შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ამ წუთებში მიმდინარეობს. ალბათ, დამატებითი დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი,” - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






